„2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივნისის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივნისის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 592
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 470020000.10.003.018978
592
19/11/2015
ვებგვერდი, 24/11/2015
470020000.10.003.018978
„2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივნისის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №592

2015 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივნისის №308 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივნისის №308 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/06/2015, 470020000.10.003.018693) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. №1 დანართის  (დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი)  მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,528.7 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

 (ათასი ლარი)

1

კიბოს სკრინინგის კომპონენტი

1,097.8

2

საშვილოსნოს ყელის ორგანიზებული სკრინინგის პილოტი

32.8

3

1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ასაკის მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენცია

124.0

4

ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და ზედამხედველობა

274.1

 

სულ:

1,528.7

2. №2 დანართის (იმუნიზაცია) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 11,031.5 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

ღონისძიება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა

7,830.5

2

სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა

126.0

3

ანტირაბული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა

3,045.0

4

აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურება

30.0

          სულ:

11,031.5

3. №3 დანართის (ეპიდზედამხედველობის პროგრამა) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 624.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

ღონისძიება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე არსებული სჯდ ცენტრებისთვის ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციისა და სამედიცინო სტატისტიკის ღონისძიებათა ფარგლებში მომსახურების დაფინანსებისთვის (მე-3 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები)

462.0

 

2

მალარიისა და სხვა პარაზიტული დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესება

53.2

 

3

ნოზოკომური ინფექციების ეპიდზედამხედველობა

4

ვირუსული დიარეების კვლევა

 

9.8

5

გრიპის სეზონური გავრცელების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა (მ.შ. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა) და განხორციელება

99.0

 

 სულ:

624.0

4. №4 დანართის (უსაფრთხო სისხლი) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,362.0  ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

ღონისძიება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

დონორული სისხლის კვლევა B და C ჰეპატიტზე,

აივ-ინფექციასა/შიდსა და ათაშანგზე

1,277.0

2

ხარისხის გარე კონტროლის და მონიტორინგის უზრუნველყოფა (მ.შ., სისხლის დონორთა ერთიანი ეროვნული ელექტრონული ბაზის ადმინისტრირება და სრულყოფა)

60.0

3

სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული  კამპანიის  განხორციელების  მიზნით  გასატარებელი ღონისძიებები, მათ შორის,  „უანგარო დონორთა მსოფლიო დღესთან“ დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერა

25.0

 

 სულ:

1,362.0

5.  №7 დანართის  (ტუბერკულოზის მართვა):

 ა) მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტების შესყიდვა, მიღება და ტრანსპორტირება (სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო საზღვარზე გაფორმების და პროგრამის სერვისების მიმწოდებელთან  ტრანსპორტირების ხარჯები);“;

ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირველი რიგის მედიკამენტების საქართველოს საბაჟო საზღვარზე მიღებასთან და პროგრამის სერვისების მიმწოდებელთან ტრანსპორტირების ღონისძიებები ხორციელდება ცენტრის მიერ, ცენტრის აპარატის ხარჯებიდან, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.“;

გ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 11,607.9 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

ღონისძიება

ბიუჯეტი

 (ათასი ლარი)

1

ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ტუბსაწინააღმდეგო ამბულატორიული ღონისძიებების დაფინანსება -

12 500 ლარი თვეში)

2,966.0

2

ლაბორატორიული კონტროლი და ნახველის ლოჯისტიკა

841.2

3

სტაციონარული მომსახურება

6,805.0

4

პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისათვის ტუბერკულოზის მართვისთვის მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვა

 

 

40.0

5

ტუბერკულოზის პროგრამის რეგიონალური მართვა და მონიტორინგი

37.8

6

სს „ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ფუნქციონირების ხელშეწყობის კომპონენტი (2015 წლის პირველ ივლისამდე)

189.1

7

ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტების შესყიდვა

380.0

8

სენსიტიური და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების მიზნით, ფულადი წახალისების საშემოსავლო გადასახადი და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა  (თვეში არა უმეტეს 150 პაციენტისა) ფულადი წახალისების დაფინანსება

348.8

 

სულ

11,607.9

დ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12.  მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველი რიგის მედიკამენტების მიწოდება ცენტრის მიერ ხორციელდება სს „ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრისათვის“, რომელიც, თავის მხრივ, აივ-ინფექციის/შიდსის, ტუბერკულიოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტის დაფინანსებით, უზრუნველყოფს მათ შემდგომ მიწოდებას/გადაცემას „ტუბერკულოზის მართვის“ და „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელ იმ სამედიცინო დაწესებულებებზე (მ.შ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტზე) და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უზრუნველყოფენ მედიკამენტების მიწოდებას ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობაში ჩართული პაციენტებისათვის.“.

6. №8 დანართის (აივ-ინფექცია/შიდსი):

ა) მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აივ-ინფექციის/შიდსის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტების შესყიდვა, მიღება და ტრანსპორტირება (სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო საზღვარზე გაფორმების და პროგრამის სერვისების მიმწოდებელთან  ტრანსპორტირების ხარჯები);“;

ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირველი რიგის მედიკამენტების საქართველოს საბაჟო საზღვარზე მიღებასთან და პროგრამის სერვისების მიმწოდებელთან ტრანსპორტირების ღონისძიებები ხორციელდება ცენტრის მიერ, ცენტრის აპარატის ხარჯებიდან, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.“;

გ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 5,892.7 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

ღონისძიება

ბიუჯეტი  (ათასი ლარი)

1

აივ-ინფექციაზე/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება

442.6

1.1

მ.შ. აივ-ინფექციაზე/შიდსზე სკრინინგული კვლევისათვის საჭირო ტესტ-სისტემების და სახარჯი მასალების შესყიდვა

62.6

2

აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა ამბულატორიული მომსახურებით უზრუნველყოფა

2,323.2

3

აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა სტაციონარული მომსახურებით უზრუნველყოფა

1,856.9

4

აივ-ინფექციის/შიდსის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტების შესყიდვა

1,270.0

          სულ:

5,892.7

დ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველი რიგის მედიკამენტების მიწოდება ცენტრის მიერ ხორციელდება სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრისათვის“, რომელიც, თავის მხრივ, აივ-ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტის დაფინანსებით, უზრუნველყოფს მათ შემდგომ მიწოდებას/გადაცემას „აივ-ინფექცია/შიდსის“ სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული და სტაციონარული სერვისების მიმწოდებელ  სამედიცინო დაწესებულებებზე.“.

7.  №19  დანართის  (რეფერალური მომსახურება) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი:

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება  21,000.0 ათასი ლარით, მათ შორის:

ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს, მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტი - 20,666.9 ათასი ლარით;

ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა გეგმური სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურების კომპონენტი - 308.0 ათასი ლარით;

გ) ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის კომპონენტი - 5.1 ათასი ლარით;

დ) მსჯავრდებულთა კომისიური შემოწმების უზრუნველყოფა - 20.0 ათასი ლარით.“.

8. №21 დანართის (ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამა) მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პროგრამის ბიუჯეტი:

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 174.2 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

ღონისძიება

თანხა (ათასი ლარი)

1

თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერება

88.8

2

ჯანსაღი კვების შესახებ განათლება და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების შესახებ ცნობიერების ამაღლება

33.9

3

ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა

21.1

4

C ჰეპატიტის პრევენცია და მოსახლეობის განათლების ხელშეწყობა

15.3

5

 

ჯანმრთელობის ხელშეწყობის პოპულარიზაცია და გაძლიერება

15.1

 

სულ

174.2.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი