დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ლიცენზიების გაცემის საკითხების განმხილველი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 588 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/11/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/06/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.018974 |
|
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ლიცენზიების გაცემის საკითხების განმხილველი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის №247 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ლიცენზიების გაცემის საკითხების განმხილველი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის №247 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/03/2014, 010220020.10.003.017867) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შეიქმნას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ლიცენზიების გაცემის საკითხების განმხილველი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე − კომისიის თავმჯდომარე; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი − კომისიის წევრი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი − კომისიის წევრი; საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელი − კომისიის წევრი; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი − კომისიის წევრი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი − კომისიის წევრი; ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენელი − კომისიის წევრი; სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი − კომისიის წევრი; სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები