„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 სექტემბრის №23-97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 27-114
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/11/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 190020030.35.101.016227
27-114
20/11/2015
ვებგვერდი, 25/11/2015
190020030.35.101.016227
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 სექტემბრის №23-97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27-114

2015 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 სექტემბრის №23-97 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  64-ე მუხლის „ა“ პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის  და  „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-20  მუხლის  მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 სექტემბრის №23-97 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი  21/09/2015, სარეგისტრაციო კოდი 190020030.35.101.016209) და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამით „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 7.5.1) გათვალისწინებული „წარმატებული სტუდენტების წახალისებაზე  სტიპენდიის გაცემის გზით“. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის  „უწყვეტი განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 7.5.1) ფარგლებში, წარმატებული სტუდენტების წახალისება სტიპენდიის გაცემის გზით, განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

5. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პროგრამით „ახალგაზრდული ღონისძიებები კოდი (8.8.) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრისა’’ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრის’’ დაფინანსებაზე და მათ მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებზე’’.

ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  2. დაფინანსების მიმღები სუბიექტები

ამ წესით განსაზღვრული დაფინანსების მიმღები სუბიექტები არიან ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციები საინიციატივო  ჯგუფები,   სპორტული ფედერაციები, სპორტული კლუბები, სპორტული და ახალგაზრდული ცენტრები, ახალგაზრდული ორგანიზაციები, სტუდენტური თვითმმართველობები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც დაფუძნებულნი არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების სამართლებრივი ფორმით.’’.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი