„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 586
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.018972
586
19/11/2015
ვებგვერდი, 20/11/2015
470230000.10.003.018972
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №586

2015 წლის 19 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა):

ა) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:

„კ)     ადგილი აქვს მიმწოდებლის მიერ შეტყობინების სისტემაში ერთი მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ფარგლებში დაფიქსირებული რამდენიმე პროგრამული შემთხვევიდან რომელიმე პროგრამული შემთხვევ(ებ)ის შესაბამისი კოდ(ებ)ის არასწორად დაფიქსირებას. ასეთ შემთხვევაში, არ ანაზღაურდება არასწორად დაფიქსირებული პროგრამული შემთხვევა/შემთხვევები და მასთან ერთად, არ ანაზღაურდება ამ მკურნალობის ეპიზოდის/შემთხვევის ასანაზღაურებელი თანხის 10%.“;

ბ) 22-ე მუხლის:

ბ.ა) მე-7,  71  და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი მდგომარეობების (გარდა გადაუდებელი თერაპიისა) და №1.3 დანართის პირველი პუნქტის „გ.ა.ბ“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული (სხვა გადაუდებელი მდგომარეობები, გარდა გადაუდებელი თერაპიული მდგომარეობებისა) მომსახურების ღირებულებას განმახორციელებელი ანაზღაურებს ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული ღირებულებისა.

71. №1.2 დანართის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით (კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია) განსაზღვრული მომსახურების (მ.შ.  კრიტიკული მდგომარეობების/ინტენსიური თერაპიის საწოლებზე უწყვეტად 21 დღის შემდეგ დაყოვნება, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია და სისხლის და სისხლის კომპონენტების გადასხმა) და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების (გადაუდებელი თერაპია), №1.3 დანართის პირველი პუნქტის „გ.ა.ბ“  და მე-2 პუნქტის „გ.ა.ბ“ ქვეპუნქტებით  განსაზღვრული გადაუდებელი თერაპიული მდგომარეობების (გარდა ინფექციური დაავადებებისა) ანაზღაურება ხდება ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს განმახორციელებლის მიერ დადგენილი ტარიფისა. განმახორციელებლის მიერ ტარიფის გამოთვლა ხდება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების მიერ, ბოლო 1 წლის განმავლობაში წარდგენილი ტარიფების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გასაშუალოებული სიდიდის შესაბამისად.

8. №1.1 დანართის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით,  №1.3 დანართის პირველი პუნქტის „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებით  და მე-2 პუნქტის „გ.ა.ბ“, „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებითა  და  №1.4  დანართის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გაწეული მომსახურების ღირებულებას (გარდა კარდიოქირურგიული მომსახურებისა) განმახორციელებელი ანაზღაურებს შემდეგი წესის შესაბამისად:

ა) დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების ყოველი ერთეულისათვის  მიმწოდებლების მიერ წარდგენილი ფასთა განაწილების ქვედა მეოთხედი განისაზღვრება, როგორც ტარიფის არეალი, რომლის ფარგლებშიც მოხდება ანაზღაურება, შესაბამისი პროცენტული თანაგადახდის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების ღირებულება გადააჭარბებს აღნიშნული ტარიფის არეალს, თანაგადახდის ოდენობის ათვლა მოხდება ტარიფის არეალის მაქსიმალური სიდიდიდან;

ბ) ქიმიო და ჰორმონული პრეპარატებით პაციენტთა უზრუნველყოფის შემთხვევაში, ტარიფის არეალს წარმოადგენს ფასთა განაწილების ქვედა ნახევარი, რომლის ფარგლებშიც მოხდება ანაზღაურება, შესაბამისი პროცენტული თანაგადახდის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების ღირებულება გადააჭარბებს აღნიშნული ტარიფის არეალს, თანაგადახდის ოდენობის ათვლა მოხდება მოცემული ტარიფის არეალის მაქსიმალური სიდიდიდან.“;

ბ.ბ)  81 პუნქტის  შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „82“ და  „83“ პუნქტები:

„82. №1.1 დანართის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით,  №1.3 დანართის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტის „გ.ა.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე №1.4 დანართის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კარდიოქირურგიული მომსახურებების ანაზღაურება ხდება ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს  განმახორციელებლის მიერ  ნოზოლოგიური ჯგუფების (დიაგნოზთან შეჭიდული მსგავსი სირთულის შინაარსობრივად ერთგვარი ინტერვენციების დაჯგუფება) და ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტარიფის არეალებზე დაყრდნობით დადგენილი ტარიფების ფარგლებში, შესაბამისი პროცენტული თანაგადახდის და წლიური ლიმიტის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების ღირებულება გადააჭარბებს აღნიშნულ ტარიფს, თანაგადახდის ოდენობის ათვლა მოხდება დადგენილი ტარიფის სიდიდიდან.

83 . ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და 81 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სატარიფო არეალის გადათვლას განმახორციელებელი ახდენს 6 თვეში ერთხელ 2016 წლის  1 იანვრიდან.“;

გ) 23-ე მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. დანართი №1.1-ის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით, დანართი №1.3-ის პირველი პუნქტის „გ.დ“ და მეორე პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტებით, დანართი №1.4-ის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკეისრო კვეთის ანაზღაურება მოხდება შემდეგი წესით: სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში − 800 ლარით, ხოლო მოსარგებლის მოთხოვნის საფუძველზე − 500 ლარით.“.

2. დადგენილების დანართი №1.1-ის (სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის) პირველი პუნქტის „ბ.ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა1) ამ პუნქტის „ბ.ა.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 30%-ის თანაგადახდას,  მოსარგებლის მხრიდან. თანაგადახდას არ ითვალისწინებს  №1.2  დანართში მითითებული კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია და გადაუდებელი მდგომარეობები, ნეონატალური ასაკი და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები;  №1.2 დანართით განსაზღვრული გადაუდებელი თერაპიული მდგომარეობები ანაზღაურდება არაუმეტეს 5 საწოლდღისა;“.

3. დადგენილების №1.2 დანართის (გადაუდებელი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების პირობები) მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცხრილის პირველი (I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა) და მე-2 (II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლა) გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1

I..დონის ინტენსიური მკურნალობა/

მოვლა

ინტენსიური მკურნალობა/მოვლა პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ სტაბილური ჰემოდინამიკა და რესპირაცია, თუმცა ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო, საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას ან/და თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას**.

ეს პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ, მათ შორის, არიან პაციენტები, რომელთაც მოეხსნათ ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, მაგრამ მათი მდგომარეობა ჯერ კიდევ არასტაბილურია.

ამასთან, ამ სტანდარტის ფარგლებში, განხილულია მხოლოდ „I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის დაზუსტება“ − ფორმაში მოცემული ნოზოლოგიების ჩამონათვალი  და არ ითვალისწინებს პაციენტის სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე ნაკლები დროით დაყოვნებას.

 

2

II-III დონის ინტენსიური მკურნალობა/

მოვლა

ინტენსიური მკურნალობა/მოვლა პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ:

 

1. ერთი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა (გარდა თირკმლის მწვავე უკმარისობისა, რომელიც საჭიროებს მხოლოდ თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიას) და საჭიროებენ ფარმაკოლოგიურ და ერთი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მაგ., მართვითი სუნთქვა, ჰემოდინამიკის რეგულაცია. **).

 

 

2. ორი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, საჭიროებენ ორი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მაგ., მართვითი სუნთქვა, ჰემოდინამიკის რეგულაცია, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია**) და/ან

 

3. ერთი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა, საჭიროებენ ერთი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მაგ., მართვითი სუნთქვა, ჰემოდინამიკის რეგულაცია, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია**) და პარენტერალურ კვებას და/ან

 

4. ერთი სასიცოცხლო ფუნქციის მწვავე უკმარისობა და ნოზოკომიური ინფექცია, საჭიროებენ ერთი სასიცოცხლო ფუნქციის აპარატურულ მხარდაჭერას (მაგ., მართვითი სუნთქვა, ჰემოდინამიკის რეგულაცია, თირკმლის ჩანაცვლებითი თერაპია**).

 

                                                                                      .“;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტის (გადაუდებელი მდგომარეობები):

ბ.ა) „10.1.“ პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10.1.

K35.8

მწვავე აპენდიციტი სხვა და დაუზუსტებელი

JESA00/ JESA10

აპენდექტომია / აპენდექტომია დრენირებასთან ერთად

გართულებების გარეშე

                                                                                    .“;

ბ.ბ) „16.11.“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

16.11.

S36.0

ელენთის ტრავმა

JMSA00 JMSA10

ნაწილობრივი სპლენექტომია / ტრანაბდომინალური ტოტალური სპლენექტომია

ლაპაროტომია, დაზიანების ლიკვიდირება, ჰემოსტაზი, მუცლის ღრუს სანაცია, დრენირება

                                                                                        .“.

4. დადგენილების №1.3 დანართის (სამედიცინო მომსახურების პირობები ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის):

ა) პირველი პუნქტის „გ.ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა1) ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება ანაზღაურდება სრულად. ამასთან, გადაუდებელი თერაპიული მდგომარეობები ანაზღაურდება არაუმეტეს 5 საწოლდღისა;“;

ბ) მე-2 პუნქტის:

ბ.ა) „გ.ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა1) ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ითვალისწინებს ასანაზღაურებელი თანხის 20%-ის თანაგადახდას, მოსარგებლის მხრიდან, გარდა ამ დადგენილების №1 დანართის მე-2  მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისა (საპენსიო ასაკის პირები), რომელთათვისაც თანაგადახდა შეადგენს 10%-ს. თანაგადახდას არ ითვალისწინებს კრიტიკული მდგომარეობები, ნეონატალური ასაკი და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები, ასევე ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაცია 0 − 5 წლის (ჩათვლით) ასაკის მოსარგებლეებისა და შშმ ბავშვებისათვის, ასევე თანაგადახდას არ ექვემდებარება ასაკით პენსიონერი ვეტერანის ან მკვეთრად გამოხატული შშმ ვეტერანისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურება. გადაუდებელი თერაპიული მდგომარეობები ანაზღაურდება არაუმეტეს 5 საწოლდღისა;“;

ბ.ბ) „გ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.დ) მშობიარობა: ლიმიტი − 500 ლარი,  საკეისრო კვეთა: ლიმიტი – 800 ლარი;“.

5. დადგენილების დანართი №1.4-ის (სამედიცინო  მომსახურების  პირობები ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისათვის) პირველი პუნქტის „ბ.ა1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა1) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება  ანაზღაურდება სრულად; ამასთან,  №1.2 დანართით განსაზღვრული გადაუდებელი თერაპიული მდგომარეობები ანაზღაურდება არაუმეტეს 5 საწოლდღისა;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი