„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 585
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/11/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.018971
585
19/11/2015
ვებგვერდი, 20/11/2015
470230000.10.003.018971
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №585

2015 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“  2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/01/2015, 470230000.10.003.018398) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“  2015 წლის სახელმწიფო პროგრამის:

1. მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.გ“ ქვეპუნქტი:  

„ე.გ) მაღალი გამავლობის მანქანების (4X4) შესყიდვა;“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის: „ბ.ა“,  „ბ.ბ“,  „გ“,  „დ“,  „ე.ა“,  „ე.ბ“  „ვ.ბ“,  „ვ.გ“, „ვ.ე“, „ვ.ვ“, „ვ.ზ“, „ვ.თ“, „თ.დ“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;

 ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის: „ვ.დ“, „თ.ა“, „თ.ბ“, „თ.გ“ და „ჟ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს  კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, ხოლო ამ პროგრამის მე-2 მუხლის: „ე.გ“, „ვ.ი“, „ვ.კ“, „კ“, „ლ“, „ო“ და „ჟ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს  კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი  5.  პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს 24 063.3  ათასი ლარით:

კომპონენტის დასახელება

ღირებულება (ათასი ლარი)

1

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“  ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა

433.4

2

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის:

 1 101.0

 

2.1 მშენებლობის პროექტის/საპროექტო სამუშაოების შესყიდვა

101.0

 

2.2  სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

1 000.0

3

საექსპერტო/საინჟინრო სამუშაოები და საპროექტო/საავტორო ზედამხედველობა

69.5

4

დაბა-ხარაგაულის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის:

232.1

 

4.1 სამედიცინო აღჭურვილობის, საოფისე ავეჯის, ინვენტარისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვა

202.1

4.2 გათბობა-გაგრილების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვა

30.0

5

სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის  შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის:

2 744.0

 

5.1   სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა

850.0

5.2  კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვა

194.0

 

5.3. მაღალი გამავლობის მანქანების (4X4) შესყიდვა

1 700.0

6

ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის:

116.3

 

6.1 კომუნალური ხარჯების დაფინანსება

20.0

6.2 შენობის დასრულების სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვა

46.7

6.3 შენობის დასუფთავების მომსახურების შესყიდვა

15.0

6.4 შენობის დაზიანებული გარე ფასადის მინების და საკეტების შეცვლის სამუშაოების შესყიდვა

5.0

6.5 მოძრავი ტიხრების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა

1.0

6.6  ფარდა-ჟალუზების შესყიდვა

16.0

6.7  საინფორმაციო ბანერის (განათებით) შესყიდვა

3.1

6.8  შენობის ფასადზე წარწერის შესყიდვა

2.5

6.9 ელექტროობისა და წყალგაყვანილობის შეკეთების სამუშაოების შესყიდვა

5.0

 

6.10 შენობის სანიტარიული მომსახურების შესყიდვა

2.0

7

პროგრამის ადმინისტრირება

45.0

8

შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ტერიტორიაზე არსებული სპეციალურად განკუთვნილი სამარაგო ფართის:

118.1

 

8.1  სარემონტო სამუშაოების შესყიდვა

55.2

8.2  ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის შესყიდვა

42.1

8.3 სამარაგოს დაშვების სისტემა-სიგნალიზაციის შესყიდვა

12.7

8.4  საცავის ვენტილაციის სისტემის შესყიდვა

8.1

9

საქართველოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში (ბორჯომის (დაბა ბაკურიანი), ყაზბეგის (დაბა სტეფანწმინდა), თიანეთის (დაბა თიანეთი), თეთრიწყაროსა (ქ. თეთრიწყარო) და წალკის (ქ. წალკა)) მოქმედი შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ საკუთრებაში არსებული სამედიცინო ცენტრების (მოძრავი და უძრავი) ქონების გამოსყიდვა, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 თებერვლის №302 განკარგულების შესაბამისად

7 190.1

10

დაბა-ხარაგაულის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა (ვერტიკალური დაგეგმარების გარეშე)

461.7

11

ლენტეხის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

776.0

12

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება)

5 000.0

13

დედოფლისწყაროს მრავალპროფილიანი საავადმყოფოს  სამშენებლო სამუშაოების განხორციელება  (ნაწილობრივი დაფინანსება)

2 000.0

14

ლიცენზირებული ცენტრალური ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების HMIS მოდულების cEMR პლატფორმით თანდათანობით  ჩანაცვლებისათვის საჭირო მომსახურების  შესყიდვა

3 165.9

15

მობილური ამბულატორიის შესყიდვა

112.0

16

სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“  ბავშვთა კორპუსის:

417.6

 

16.1  საპროექტო სამუშაოების შესყიდვა

27.6

16.2  სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

390.0

17

ქ. თბილისში ტუბერკულოზის ეროვნული სათაო/რეფერენს ლაბორატორიის მშენებლობის დამატებული ღირებულების გადასახადი

80.6

 

სულ

24 063.3.“.

                                               

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი