დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის N45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.153.016298 |
|
„მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,მცხეთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის №45 დადგენილებაში (სსმ, 25.12.2014; 190020020.35.153.016250) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველ მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 1. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ბ) დადგენილების მე-2 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 2. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
გ) დადგენილების მე-3 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 3. მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები 11 443,2 ათასი ლარის ოდენობით:
დ) დადგენილების მე-5 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 5. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გრანტები 4 810,2 ათასი ლარის ოდენობით:
ე) დადგენილების მე-6 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 6. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1 880,0 ათასი ლარის ოდენობით:
ვ) დადგენილების მე-7 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 7. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები 9 301,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ზ) დადგენილების მე-8 მუხლში და მე-8 მუხლის „ა“ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 8. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 5 411,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5 782,1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
თ) დადგენილების მე-9 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 9. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
თავი II მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები ი) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის 2.2.1; 2.2.6 და 2.5.3 ქვეპუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 16. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) 2.2.1 გარე განათება (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია რეაბილიტირებულ გზებზე. მუნიციპალიტეტის იერსახის შენარჩუნებისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დეკორატიული მინათებების მოწყობა. 2015 წელს დაგეგმილია გარე განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელენერგიის ხარჯის დაფინანსება მუნიციპალიტეტის სოფლებში: საგურამო, აღდგომლიანთკარი, ნაოზა, მისაქციელი, წეროვანი, ახალსოფელი, მუხათგვერდი, ნიჩბისი, ძეგვი, მუხრანი, ციხისძირი; გარე განათების ქსელის მოწყობა სოფ.საგურამოში და სოფ.ქსოვრისში. 2.2.6. მუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია და მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 06) მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მრავლად არის შენობა-ნაგებობები და სხვადასხვა ობიექტები, რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოიყენება მუნიციპალიტეტის საჭიროებებისათვის და შესაძლოა განხორციელდეს მათი ეტაპობრივი პრივატიზაცია. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მათი არსებული მდგომარეობის შენარჩუნებისა და უცხო პირთა ხელყოფისაგან დაცვის მიზნით. მიმდინარე წელს დასრულდება სოფ. ლისში, წეროვანში და წილკანში (ლტოლვილთა დასახლებაში) ამბულატორიების გაზიფიცირება, ეზოს შემოღობვა და კეთილმოწყობა, სოფ. წილკანში სპორტდარბაზის რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ქსელზე დაერთება) და დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა, სოფ. ჩარდახში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შიდა სამშენებლო (გადასატიხრი) მასალების შესყიდვა. 2015 წელს დაგეგმილია სოფ. ციხისძირის საბავშვო ბაღის მშენებლობის თანადაფინანსება; სოფ. ნაოზის კულტურის სახლის ელ.ენერგიის ქსელზე დაერთება, სოფელ წეროვანში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის (II ეტაპი) და საბავშვო ბაღის მშენებლობა; ადმინისტრაციული შენობების და საბავშვო ბაღების (სოფ. გალავანში, ნიჩბისში, მისაქციელში, მუხრანში, ერედაში, წილკანში, ჩარდახში, ქსანში) სარემონტო სამუშაოები; სოფ. ვაზიანში სარიტუალო სახლის ბუნებრივი აირის და ელ.ენერგიის ქსელში ჩართვა. 2.5.3. სკვერების, ძეგლების და მემორიალების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 05 05) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სკვერების, ძეგლების და მემორიალების მოწყობა-რეაბილიტაცია; მიმდინარე წელს დაგეგმილია სოფ. ბიწმენდში - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომში ცხინვალთან გმირულად დაღუპული მებრძოლის ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალის მოწყობა; სოფ. ძალისის სტადიონის ელ.ენერგიის ქსელზე დაერთება; კ) დადგენილების მე-17 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 17. მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები