„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-56/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 19/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/11/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 15/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.035.016365
01-56/ნ
19/11/2015
ვებგვერდი, 19/11/2015
010320040.22.035.016365
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-56/ნ

2015 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 15 ივნისის №01-17/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 16/06/2015, 010320040.22.035.016330) დამტკიცებულ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ  იქნეს  ცვლილება და  მე-3 მუხლის:
1. მე-6 პუნქტი 6.6. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.6. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: (კოდი 606)

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება იურისპრუდენციაში, აქედან არანაკლებ 2 წელი სასამართლოებში;

გ) საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.

2. მე-7 პუნქტის 7.8. და 7.9. პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7.8. პროგრამების მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: (კოდი 714-715)

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) არანაკლებ 2 წლის მუშაობის გამოცდილება სოციალურ სფეროში;

გ) გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (მეურვეობის, მზრუნველობის და შვილად აყვანის საკითხები), „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

7.9. პროგრამების მონიტორინგის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი: (716-717-718)

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) არანაკლებ 2 წლის მუშაობის გამოცდილება სოციალურ სფეროში;

გ) გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (მეურვეობის, მზრუნველობის და შვილად აყვანის საკითხები), „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.

3. მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტი

10.1 დეპარტამენტის უფროსი: (კოდი 1001)

ა) უმაღლესი განათლება, სამედიცინო ან ეკონომიკური განხრით;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 6 წლის მუშაობის გამოცდილება, აქედან არანაკლებ 3 წლის გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში ხელმძღვანელ პოზიციაზე; 

 გ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილების ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

10.2. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის სპეციალისტი: (კოდი 1002)

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.  

10.3. დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი: (კოდი 1003)

ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება;

გ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილების ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

10.4. დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი: (კოდი 1004-1005-1006)

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება;

გ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილების ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.  

10.5. დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს სპეციალისტი: (კოდი 1007)

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

10.6. კატასტროფების მართვის სამმართველოს უფროსი: (კოდი 1008)

ა) უმაღლესი განათლება, სამედიცინო ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის განხრით;

ბ) არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება;

გ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის,  „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

10.7. კატასტროფების მართვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი: (კოდი 1009-1010 -1011-1012)

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) არანაკლებ 2 წლის მუშაობის გამოცდილება;

გ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

10.8. კატასტროფების მართვის სამმართველოს სპეციალისტი: (კოდი 1013 – 1014)

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო