საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 616
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/11/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 08/12/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.06.001.001.605
  • Word
616
26/11/2004
სსმ, 36, 08/12/2004
010.190.030.06.001.001.605
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ.38) დაემატოს შემდეგი შინაარსის XXVI1 თავი:

თავი XXVI1

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ორგანული კანონების პროექტების განხილვა და მიღება

    მუხლი 1761

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ორგანული კანონების (საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“) პროექტების მომზადების, განხილვისა და მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად.

    მუხლი 1762

1. პარლამენტი საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ორგანული კანონების პროექტებს განხილვამდე აქვეყნებს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის.

2. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ორგანული კანონების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვის უზრუნველყოფის მიზნით პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე.

3. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს პარლამენტი.

4. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ორგანული კანონების პროექტების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში განიხილავს ამ პროექტებთან დაკავშირებულ მასალებს.

    მუხლი 1763

1. პარლამენტი საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ორგანული კანონების პროექტების განხილვას იწყებს მისი გამოქვეყნებიდან 1 თვის შემდეგ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. პლენარულ სხდომაზე აღნიშნული ორგანული კანონების პროექტების განხილვის დაწყებამდე საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია პარლამენტს აცნობს საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგებს.

3. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ორგანული კანონების პროექტები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება და მიიღება ერთი მოსმენით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 156-ე მუხლით დადგენილი წესით.“.

    მუხლი 2.

  ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2004 წლის 26 ნოემბერი.

№616_ IIს