„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 106
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 30/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016024
106
30/11/2015
ვებგვერდი, 02/12/2015
130000000.63.075.016024
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №106

2015 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №13 ბრძანებით (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 03/08/2015, სარეგისტრაციო კოდი - 130000000.63.075.016013) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.  დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კადრების მთავარი სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის (შემდგომში – უფროსი)  წინაშე.“.

2. დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, სამსახურის უფროსის დავალების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

3. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა)  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამსახურში მიღებისას კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს კანდიდატთა შერჩევას, შესწავლას და სპეციალურ შემოწმებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმებას.“;

ბ)  „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ) აწარმოებს სამსახურის მოსამსახურეთა ელექტრონულ და მატერიალურ პირად საქმეებს, მათ აღრიცხვასა და დამუშავებას, საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვას და ქმნის მათზე შესაბამის საცნობარო ბაზას;“.

გ)  „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ე) შეისწავლის და ამზადებს მასალებს მოქალაქეების სამსახურში მიღების, მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, დათხოვნისა და სხვა გადაწყვეტილებების შესახებ;“.

დ)  „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ზ) ამზადებს და ხელმძღვანელობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სტრუქტურებსა და საშტატო განრიგების (ნუსხები) პროექტებს; შეიმუშავებს და ამზადებს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურების სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ, აწარმოებს საშტატო რიცხოვნობის აღრიცხვას და საშტატო ერთეულების მოძრაობის კონტროლს, სამსახურის ქვედანაყოფების დებულებებთან საშტატო განრიგების შედარებას და მათთან შესაბამისობაში მოყვანას;“;

ე)  „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ი) უზრუნველყოფს სამსახურის შესაბამის მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების მისაღებად შესაბამისი პროცედურების განხორციელებას;“;

ვ)  „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) ახორციელებს საკადრო საქმიანობასთან დაკავშირებით სამსახურის მოსამსახურეთა პატაკები/განცხადებების, მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვას;“;

ზ)  „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) ამზადებს მასალებს სამსახურიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის უზრუნველყოფის მიზნით;“.

4. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს - ქ“ ქვეპუნქტები:

„ს) განიხილავს მოქალაქეების განცხადებებს და მასალებს სამსახურში მიღების თაობაზე;

ტ) სამსახურში მისაღები კანდიდატების, თანამდებობაზე დანიშნული მოსამსახურეებისა (თანამდებობრივი გადაადგილება) და ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, სამხედრო-სამედიცინო ცნობის შესაბამისად, ახორციელებს კონტროლს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;    

უ) სამსახურის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მონაწილეობს სხვადასხვა სასწავლო პროგრამების განხორციელების ორგანიზებაში;

ფ) უზრუნველყოფს პირად შემადგენლობასთან მუშაობის და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მის დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეთათვის გაცნობას;

ქ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა ფუნქცია-მოვალეობებს.“.

5. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფების საშტატო განრიგების (ნუსხები) და სტრუქტურების პროექტებს;

 ე) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურებრივ ინსტრუქციას კადრების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრის შესახებ, მთავარი სამმართველოს პირად შემადგენლობას საჭიროების შემთხვევაში განუსაზღვრავს კონკრეტულ/პერსონალურ ფუნქცია-მოვალეობებს;

ვ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს კადრების მთავარ სამმართველოში მოსამსახურეთა დანიშვნის, თანამდებობრივი გადაადგილებების, წახალისების, თანამდებობიდან გათავისუფლების და სხვა საკითხებზე;“.

6. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. დებულების მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მთავარი სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელთაც მთავარი სამმართველოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.

 2. მთავარი სამმართველოს უფროსის არყოფნისას, სამსახურის უფროსის დავალებით უფროსის მოვალეობას ასრულებს მთავარი სამმართველოს უფროსის  ერთ-ერთი მოადგილე.“.

8. დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, სამსახურის უფროსის ან/და მთავარი სამმართველოს უფროსის დავალების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“.

9. დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 7. I სამმართველოს კომპეტენცია

I სამმართველოს კომპეტენცია:

ა) ახორციელებს სამსახურში მისაღები კანდიდატების აღრიცხვას, შერჩევას, შესწავლას, სამხედრო-საექიმო და ფიზიკური მომზადების შემოწმებაზე მიმართვების გაცემას, სპეციალურ შემოწმებას და მათზე პირადი საქმეების შედგენას;

ბ) ორგანიზებას და კონტროლს უწევს ვადიან  სამხედრო სამსახურში წვევამდელთა ჩარიცხვასა და  სამხედრო სამსახურის გავლას;

გ) უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამსახურეთა ანკეტური მონაცემების განახლებას და დამატებით სპეციალურ შემოწმებას;

დ) ამზადებს მასალებს და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს:

დ.ა) მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობრივი გადაადგილებისა და დათხოვნის  შესახებ;

დ.ბ) შტატგარეშე მოსამსახურედ მოქალაქეთა მიღების, შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების და შეწყვეტის შესახებ (ახორციელებს შტატგარეშე მოსამსახურეთა განსაზღვრული რაოდენობის კონტროლს);  

დ.გ) პირველადი, მორიგი და ვადაზე ადრე სამხედრო/ სპეციალური წოდებების მისანიჭებლად;

დ.დ) წახალისებისა და  დისციპლინური სახდელის დადების შესახებ;

დ.ე) სახელმწიფო ჯილდოსა და უმაღლეს სახელმწიფო სპეციალურ/ სამხედრო წოდებაზე წარსადგენად;

დ.ვ) სამსახურებრივი მივლინების შესახებ;

დ.ზ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ და დაზიანებულ  მოსამსახურეთათვის ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ;

დ.თ) მოსამსახურეთათვის ერთჯერადი დახმარების გაცემის შესახებ;

დ.ი) სამსახურის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვისა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ ვადიან სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ;

დ.კ) მოსამსახურეთა სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის და სპეციალურ აღრიცხვაზე ასაყვანად;

დ.ლ) დათხოვნილ მოსამსახურეთა სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის უზრუნველყოფის მიზნით.“.

10. დებულების მე-8 მუხლის:

ა)  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) უზრუნველყოფს დათხოვნილ მოსამსახურეთა სპეციალური აღრიცხვიდან მოხსნას, სამხედრო ბილეთებისა და სამხედრო პირადი საქმეების ქვემდებარეობით შესაბამის სამსახურებში გადაგზავნას;“.

 ბ) „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) უზრუნველყოფს სამსახურის შესაბამის მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების მისაღებად შესაბამისი პროცედურების განხორციელებას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური