დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4493-Iს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 11/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/11/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 04/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.017977 |
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას, აგრეთვე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას – „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 4 იანვრიდან. |
ქუთაისი, 11 ნოემბერი 2015 წ. N4493-Iს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები