დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 148-უ.ს.რ.ს. |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 24/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240080.51.056.016030 |
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის (გაზეთი „აჭარა“, №57, 31.03.2005) 1381 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტის ფორმირებას და მთავრობისათვის წარდგენას უზრუნველყოფს უმაღლესი საბჭო, არაუგვიანეს 1 ივნისისა. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტი მტკიცდება უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, დადგენილებით. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტში უმაღლესი საბჭოსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით.”; ბ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში, მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი მორიგი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტში უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტი განისაზღვრება უმაღლესი საბჭოსათვის მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების შესაბამისად.”; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. უმაღლესი საბჭოს ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას დადგენილების პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან.
|
ჩაქვი, 24 დეკემბერი 2015 წ. N148-უ.ს.რ.ს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები