„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 147-უ.ს.რ.ს.
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 24/12/2015
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 190040000.30.056.016052
147-უ.ს.რ.ს.
24/12/2015
ვებგვერდი, 31/12/2015
190040000.30.056.016052
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კ ა ნ ო ნ ი

 

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის (გაზეთი „აჭარა“, №38, 08-12.04.2010)  26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტის ფორმირებას და მთავრობისათვის წარდგენას უზრუნველყოფს უმაღლესი საბჭო, არაუგვიანეს 1 ივნისისა. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტი მტკიცდება უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, დადგენილებით. უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტში უმაღლესი საბჭოსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ჯამური მოცულობის შემცირება შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში, მთავრობის თავმჯდომარის მიერ უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი მორიგი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტში უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის პროექტი განისაზღვრება უმაღლესი საბჭოსათვის მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების შესაბამისად.”.

 

მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან. 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე

 

ჩაქვი,

24 დეკემბერი 2015 წ.

N147-უ.ს.რ.ს.