„საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 25 სექტემბრის №124/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 25 სექტემბრის №124/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 162/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 14/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 14/03/2017
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.017069
162/ნ
14/12/2015
ვებგვერდი, 15/12/2015
430210000.22.022.017069
„საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 25 სექტემბრის №124/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №162/ნ

2015 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 25 სექტემბრის №124/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 25 სექტემბრის №124/ნ ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 25.09.2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017030) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული ,,საგნის გამოცდის ჩატარების წესის“:

1. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ცენტრი უფლებამოსილია საგნის გამოცდაზე რეგისტრაციის, მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნისა და საგნის გამოცდების ჩატარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემებით.“.

2. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 30. გარდამავალი დებულებები

„1. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება და ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ.ბ“ და „მ“ ქვეპუნქტებით დადგენილი საგნის გამოცდების ჩატარება ცენტრმა უზრუნველყოს 2016 წელს.

2. 2016 წლის იანვარში/თებერვალში ჩასატარებელ საგნის გამოცდაში მონაწილეობის საფასურს არ იხდის მასწავლებელი, რომელიც განაწილებულია მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე