დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2416 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020293 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2416
2015 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში - დებულება) 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ117-კმ119 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და მიეცეს უფლება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვოს 15 000 (თხუთმეტი ათასი) მ3 საშენი მასალა (ტუფობრექჩია) შემდეგი X და Y კოორდინატების ფარგლებში:
| № | X | Y |
| 1 | 726573 | 4599952 |
| 2 | 726528 | 4599948 |
| 3 | 726521 | 4599913 |
| 4 | 726567 | 4599846 |
| 5 | 726645 | 4599896 |
| S = 0, 74 ჰა | ||
| WGS 1984. | ||
2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი - შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისთვის;
გ) დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სასარგებლო წიაღისეულის (15 000მ3 ტუფობრექჩია) მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში - 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა.
3. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ ლიცენზიისგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).
4. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები