დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №1618 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2414 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020291 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2414
2015 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №1618 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №1618 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 2015 წლის 13-14 ივნისს ქალაქ თბილისში ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოებისა და საექსპერტო მომსახურებისათვის საჭიროა დამატებით 20 047 000 (ოცი მილიონ ორმოცდაშვიდი ათასი) ლარის გამოყოფა, დანართის შესაბამისად;“.
2. განკარგულების მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისათვის საჭირო სახსრების გამოყოფა, არა უმეტეს 20 047 000 (ოცი მილიონ ორმოცდაშვიდი ათასი) ლარისა, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოძიებული რესურსის გათვალისწინებით.“.
3. განკარგულების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები