დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისში, კოსტავას/ბოცვაძის ქ. №41/2-ში მდებარე შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის შპს „ჯორჯიან ფროპერთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 3 ოქტომბრის №574 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „გრანატს“ შორის გასაფორმებელი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ფროპერთის“ შორის 2007 წლის 15 იანვარს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში განსახორციელებელი ცვლილების ხელშეკრულების პროექტისა და საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „ჯორჯიან ფროპერთისა“ და შპს „გრანატს“ შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტის მოწონების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2413 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020304 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2413
2015 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ქ. თბილისში, კოსტავას/ბოცვაძის ქ. №41/2-ში მდებარე შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის შპს „ჯორჯიან ფროპერთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 3 ოქტომბრის №574 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „გრანატს“ შორის გასაფორმებელი, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ფროპერთის“ შორის 2007 წლის 15 იანვარს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში განსახორციელებელი ცვლილების ხელშეკრულების პროექტისა და საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „ჯორჯიან ფროპერთისა“ და შპს „გრანატს“ შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტის მოწონების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „ქ. თბილისში, კოსტავას/ბოცვაძის ქ. №41/2-ში მდებარე შენობა-ნაგებობებისა და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის შპს „ჯორჯიან ფროპერთისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 3 ოქტომბრის №574 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობები:
ა) №01.15.03.004.056 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე საერთაშორისო ბრენდის, ხუთვარსკვლავიანი, არანაკლებ 120 (ას ოცი) ნომრის მქონე სასტუმროს შექმნა და ფუნქციონირების დაწყება ამ პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში, შემდეგი ფაზების მიხედვით:
ა.ა) შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან მშენებლობისათვის/რეკონსტრუქციისათვის საჭირო ნებართვ(ებ)ის მოპოვება ამ პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების ხელმოწერიდან არა უგვიანეს 11 (თერთმეტი) თვის ვადაში;
ა.ბ.) სამშენებლო სამუშაოების დაწყება ამ პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების ხელმოწერიდან არა უგვიანეს 13 (ცამეტი) თვის ვადაში;
ა.გ) სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება და სასტუმროს ექსპლუატაციაში მიღება (ექსპლუატაციაში მიღების აქტის მოპოვება) ამ პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 42 (ორმოცდაორი) თვის ვადაში;
ა.დ) სასტუმროს შექმნა და მისი ფუნქციონირების დაწყება ამ პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასტუმროს შექმნის მიზნით, არანაკლებ 20 000 000 (ოცი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, შპს „გრანატმა“ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების ხელმოწერიდან არანაკლებ 52 (ორმოცდათორმეტი) თვის ვადით მოქმედი 10 000 000 (ათი მილიონი) აშშ დოლარის ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენა, რომლის შემცირების წესიც განისაზღვრება ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების ხელშეკრულების პროექტში მოცემული პირობების შესაბამისად.
3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ჯორჯიან ფროპერთის“ ეპატიოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ჯორჯიან ფროპერთის“ შორის 2007 წლის 15 იანვარს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლო, ამ განკარგულების მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების პროექტში მოცემული პირობების გათვალისწინებით.
4. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს:
ა) ამ განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „ჯორჯიან ფროპერთისა“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №204498016) და შპს „გრანატს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: №405068000) შორის გასაფორმებელი შეთანხმების პროექტი;
ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ჯორჯიან ფროპერთის“ შორის 2007 წლის 15 იანვარს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „გრანატს“ შორის გასაფორმებელი ცვლილების ხელშეკრულების პროექტი.
5. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის სახელით, ამ განკარგულების მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს.
6. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები