სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე

  • Word
სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2411
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020298
  • Word
2411
10/11/2015
ვებგვერდი, 16/11/2015
000000000.00.003.020298
სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2411

2015 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე

1. დაევალოს სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან უზრუნველყოს 10 000 (ათი ათასი) ლარის გამოყოფა ა(ა)იპ − შინდისის გმირების მემორიალის ფონდისათვის (საიდენტიფიკაციო კოდი: 400033236) გადასაცემად, 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში გმირულად დაღუპული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო-ქიმიური ასეულის სამხედრო მოსამსახურეთა მემორიალის აგების მიზნით.

2. ეთხოვოს ა(ა)იპ − შინდისის გმირების მემორიალის ფონდს, 2015 წლის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში სსიპ − ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხის მიზნობრიობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი   ი. ღარიბაშვილი