დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურაში 2009-2010 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტების გრანტით დაფინანსებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით განკარგვის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/03/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 34, 20/03/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №51
2009 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურაში 2009-2010 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტების გრანტით დაფინანსებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით განკარგვის შესახებ
მუხლი 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურაში 2009-2010 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტების გრანტით დაფინანსებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროგრამა ,,ცოდნის კარის“ (ორგანიზაციული კოდი – 32 14 05 02) ფარგლებში არსებული ასიგნებები, გარდა ,,პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №36 დადგენილებით განსაზღვრული თანხისა, მიმართოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურაში 2009-2010 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტების გრანტით დაფინანსებისა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის მიზნებისათვის.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები