დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბაქო თბილისი ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2406 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020303 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2406
2015 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ბაქო -თბილისი -ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლისა და საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის „ბაქო -თბილისი -ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ“ შეთანხმების მე-6 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მხრიდან საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:
დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (საბჭოს თანათავმჯდომარე);
ქეთევან სალუქვაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;
გურამ გურამიშვილი – სს „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის დირექტორი.
2. ამ განკარგულებით განსაზღვრული საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარედ განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბაქო -თბილისი -ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №150 განკარგულება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები