შპს „სანსეტ შოვისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შპს „სანსეტ შოვისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2405
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020302
  • Word
2405
10/11/2015
ვებგვერდი, 16/11/2015
000000000.00.003.020302
შპს „სანსეტ შოვისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2405

2015 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

შპს „სანსეტ შოვისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „სანსეტ შოვს“ (ს/კ: 404941088) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით სარგებლობაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მდებარე 12 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №01/1 განაშენიანების ფართით 12 კვ.მ (მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი: №88.02.32.015) და ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მდებარე 4 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №01/1, განაშენიანების ფართით 4 კვ.მ, (მიწის (უძრავი) ქონების საკადასტრო კოდი №88.02.32.016).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს ამავე უძრავ ქონებაზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში.

3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი  ი. ღარიბაშვილი