დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „Clean Energy Invest As“-ის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის ჩანაცვლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2396 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020273 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2396
2015 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
„Clean Energy Invest As“-ის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის ჩანაცვლების თაობაზე
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაცია „Clean Energy Invest As“-ის მიერ, საქართველოს მთავრობას, „Clean Energy Invest As“-ს და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის 2014 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, თავდაპირველად წარმოდგენილი ერთ-ერთი საბანკო გარანტიის (6,225,000.00 აშშ დოლარი) იდენტური პირობების მქონე საბანკო გარანტიით ჩანაცვლების თაობაზე.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, გაუქმდეს „Clean Energy Invest As“-ის მიერ თავდაპირველად წარდგენილი საბანკო გარანტია 6,225,000.00 აშშ დოლარის ოდენობით.
3. ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის გაუქმების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ შესაბამის წერილზე საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები