შპს „სუფთა წყალზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შპს „სუფთა წყალზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2391
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020268
  • Word
2391
09/11/2015
ვებგვერდი, 16/11/2015
000000000.00.003.020268
შპს „სუფთა წყალზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2391

2015 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

შპს „სუფთა წყალზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების საფუძველზე:  

1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიტანოს ცვლილება შპს „სუფთა წყალზე“  (ს/ნ: 205150655) გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის (მიწისქვეშა მტკნარი წყალი) მოპოვების №1002800 ლიცენზიაში და მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის  ოდენობა განსაზღვროს დღე-ღამეში 16 კუბური მეტრის (ჩამოსასხმელი)  მოცულობით.

2. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დაანგარიშებული თანხა - 56 097 (ორმოცდათექვსმეტი ათას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარი, ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                 ი. ღარიბაშვილი