დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „თელასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2384 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020284 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2384
2015 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „თელასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე №142-ში მდებარე 54.67 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.13.04.017.037.15.500) და ამ განკარგულების დანართში მითითებული მოძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს „თელასს“ (ს/კ: №202052580).
2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
4. ამ განკარგულების პირველი, მეორე და მესამე პუნქტები ძალაშია სს „თელასის“ მიერ სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „საქნავთობპროდუქტის“ (ს/კ: №201990701) მიმართ არსებული 87 000 (ოთხმოცდაშვიდი ათასი) ლარის ოდენობით ელექტროენერგიის დავალიანების წერილობით პატიებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები