ა(ა)იპ − საქართველოს მეფუტკრეთა კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
ა(ა)იპ − საქართველოს მეფუტკრეთა კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2383
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020283
  • Word
2383
09/11/2015
ვებგვერდი, 13/11/2015
000000000.00.003.020283
ა(ა)იპ − საქართველოს მეფუტკრეთა კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2383

2015 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

ა(ა)იპ − საქართველოს მეფუტკრეთა კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ა(ა)იპ − საქართველოს მეფუტკრეთა კავშირს (ს/კ: №211358733) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის ვადით, სარგებლობაში გადასცეს ქალაქ თბილისში, თამარაშვილის ქუჩა №15ა-ში მდებარე 6682 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული 56 კვ.მ ფართობი, მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.16.003.008.01.518) და სარდაფ სართულზე არსებული 63.20 კვ.მ ფართობი, მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.16.003.008.01.500).

2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                    ირაკლი ღარიბაშვილი