დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2382 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020282 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2382
2015 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების
ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით
პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად , 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეთ ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება.
2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში;
ბ) ამ განკარგულების დანართში მითითებული ფიზიკური პირების მხრიდან სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე უარის თქმა როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები