დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის განაღმვის სამუშაოების ჩატარების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2379 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020276 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2379
2015 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონის განაღმვის სამუშაოების ჩატარების მიზნით განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
1. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსათვის გათვალისწინებული ასიგნებების შემცირება 220 000 (ორას ოცი ათასი) ლარით და აღნიშნული თანხით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებების გაზრდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონზე განაღმვითი სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოუყოს 220 000 (ორას ოცი ათასი) ლარი.
პრემიერ -მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები