დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებების გაზრდის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2375 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 09/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020263 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2375
2015 წლის 9 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებების გაზრდის თაობაზე
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:
ა) „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებების 60 000 000 (სამოცი მილიონი) ლარით და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების 2 000 000 (ორი მილიონი) ლარით შემცირების ხარჯზე, გაიზარდა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებები 20 000 000 (ოცი მილიონი) ლარით და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებები 42 000 000 (ორმოცდაორი მილიონი) ლარით;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი პროგრამებისათვის (მათ შორის, „მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის“ პროგრამა) წლის ბოლომდე საჭიროა დამატებით 100 000 000 (ასი მილიონი) ლარამდე.
2. „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფონდებში რესურსების გაზრდის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 ოქტომბრის №2090 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ოქტომბრის №2282 განკარგულებისა და საქართველოს სამინისტროების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებების 21 000 000 (ოცდაერთი მილიონი) ლარით გაზრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებების ამავე თანხით შემცირების ხარჯზე.
3. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანამდე, უზრუნველყოს „მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის“ პროგრამის ასიგნებების გაზრდა წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის განსაზღვრული ასიგნებების გადანაწილების ხარჯზე, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წლიური საბიუჯეტო კანონის ცვლილების პროექტის მომზადების დროს უზრუნველყოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის შესაბამისი სახსრების დამატება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები