„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №1981 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №1981 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2364
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020253
  • Word
2364
02/11/2015
ვებგვერდი, 16/11/2015
000000000.00.003.020253
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 ნოემბრის №1981 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2364

2015 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი  

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა  და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014  წლის 3 ნოემბრის №1981 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალ­დარ­­ღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014  წლის 3 ნოემბრის №1981 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის მიზნით შეიქმნას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

 

შალვა თადუმაძე

 

 

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, კომისიის თავმჯდომარე;

ალექსანდრე ბარამიძე

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;

შალვა ხუციშვილი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

გიორგი ბაქრაძე

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე;

მაია ბითაძე

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე;

ირაკლი ხმალაძე

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;

გიორგი კაკაურიძე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

ნოდარ კერესელიძე

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე;

ბესიკ ლოლაძე

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;

თამარ ხულორდავა

 

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე;

თენგიზ შერგელაშვილი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე.

 

2.  კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

 

მაია ბაქრაძეს

ა(ა)იპ − ასოციაცია – საქართველოს მოსამართლეთა ერთობის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს;

შოთა გეწაძეს

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეს;

ნინო ქადაგიძეს

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეს;

ბადრი კოჭლამაზაშვილს    

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს;

ლია ორკოდაშვილს

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს;

პაატა კიკნაველიძეს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს;

ბაჩანა სურმავას

 

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის წამყვან სპეციალისტს;

ეკა ბესელიას

 

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს;

ზვიად ბრეგაძეს

 

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის სპეციალისტს;

არჩილ ზანგურაშვილს

 

საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის კანონპროექტთა სამართლებრივი ექსპერტიზისა და ვიზირების განყოფილების უფროსს;

           

თათია ხეთაგურს

 

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს;

თამარ გვარამაძეს

 

 

ა(ა)იპ − საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს;

ნათია მეზვრიშვილს

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის   საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსს;

ნათია გორგოძეს

 

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსს;

ელგუჯა მაკალათიას

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს;

უჩა ნანუაშვილს

საქართველოს სახალხო დამცველს.“;

 

 

ბ) განკარგულებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის შემადგენლობაში წევრის სტატუსით შედიან საქართველოს მინისტრების მოადგილეები/პირველი მოადგი­ლეები. კომისიის შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიო­დ­ნენ სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანი­ზა­ციების წარმომად­გენლები.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                       ი. ღარიბაშვილი