საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2361
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020250
2361
02/11/2015
ვებგვერდი, 16/11/2015
000000000.00.003.020250
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2361

2015 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიეცეს თანხმობა, საზოგადოებრივი ცენტრების ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ სააგენტოს სარგებლობაში არსებული, დაბა ლენტეხსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტო კოდი: 87.04.24.112; მიწის (უძრავი ქონების) საკადასტო კოდი: 43.10.42.195) განთავსებული შენობა-ნაგებობების ნაწილი, აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადასცეს სს „ლიბერთი ბანკსა“ და შპს „მაგთიკომს“ შემდეგი პირობებით:

ა) სერვისცენტრის, ბანკომატისა და სწრაფი გადახდის აპარატის განთავსების მიზნით, სს „ლიბერთი ბანკს“ − 6 კვ. მ ფართი 10 წლის ვადით, ყოველთვიური საიჯარო ქირით − 1550 (ათას ხუთას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

ბ) სერვისცენტრის განთავსების მიზნით, შპს „მაგთიკომს“ − 3 კვ. მ ფართი 5 წლის ვადით, ყოველთვიური საიჯარო ქირით 671 (ექვსას სამოცდათერთმეტი) ლარის ოდენობით.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                       ი. ღარიბაშვილი