საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სესხის ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი II) ცვლილება და საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სესხის ხელშეკრულების (განსაკუთრებული ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი II) ცვლილება

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სესხის ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი II) ცვლილება და საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სესხის ხელშეკრულების (განსაკუთრებული ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი II) ცვლილება
დოკუმენტის ნომერი 1004
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/11/2015
ძალაში შესვლის თარიღი 03/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016361
1004
03/09/2015
ვებგვერდი, 19/11/2015
480610000.03.030.016361
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სესხის ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი II) ცვლილება და საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სესხის ხელშეკრულების (განსაკუთრებული ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი II) ცვლილება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სესხის ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი II) ცვლილება და საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სესხის ხელშეკრულების (განსაკუთრებული ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი II) ცვლილება
 
 
 

 

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სესხის ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა პროექტი II) ცვლილება და საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სესხის ხელშეკრულების (განსაკუთრებული ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა პროექტი II) ცვლილება

აზიის განვითარების ბანკი

10 ივლისი 2015

ბატონ ნოდარ ხადურს

ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გორგასლის ქ.16, 0114

თბილისი, საქართველო

 

ბატონო მინისტრო,

 

სესხი 2879/2880-GEO: მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა პროექტი 2 სასესხო ხელშეკრულებების ცვლილება


1.  ვეყრდნობით რა სასესხო ხელშეკრულებას (ჩვეულებრივი ოპერაციები)  საქართველოსა (მსესხებელი) და აზიის განვითარების ბანკს („ADB”) შორის 2012 წლის 24 ივლისს ხელმოწერილს და სასესხო ხელშეკრულებას (განსაკუთრებული ოპერაციები) საქართველოსა (მსესხებელი) და აზიის განვითარების ბანკს („ADB”) შორის  2012  წლის 24 ივლისს  ხელმოწერილს (შემდგომში „სასესხო ხელშეკრულებები“). ყველა აქ გამოყენებულ ტერმინს, მაგრამ არა განმარტებულ პირობას აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც სასესხო ხელშეკრულებებში, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს.

2.  2015 წლის 23 ივნისს ADB-მ დაამტკიცა პროექტის ცვლილება, მათ შორის საქონლის შესყიდვის ჩათვლით. აღნიშნული ცვლილების განხორციელების მიზნით ADB გთავაზობთ, რომ სასესხო ხელშეკრულებებში შეტანილ იქნეს ცვლილებები, რომელიც მოყვანილია დანართში.

3.  გარდა წინამდებარე წერილ-შეთანხმებაში მოცემულისა, სასესხო ხელშეკრულებები რჩება უცვლელი.

4. ინფორმაციის გასაჯაროებასა და გაცვლასთან დაკავშირებით ADB-ის საჯარო კომუნიკაციის პოლიტიკის თანახმად, სასესხო ხელშეკრულებებში შეტანილი შესწორებები გამოქვეყნდება ADB-ის ვებგვერდზე ცვლილებების ძალაში შესვლის თარიღიდან 2 კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ამოღებულ იქნება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მიეკუთვნება საჯარო კომუნიკაციის პოლიტიკის არსებულ გამონაკლისებს, როგორც ეს მითითებულია მსესხებლის მიერ.

5.  გთხოვთ გამოხატოთ მსესხებლის თანხმობა წერილი-შეთანხმების ცვლილებებზე და პირობებზე აღნიშნული წერილი-შეთანხმების ორი ორიგინალის ხელმოწერით ხელმოწერისთვის განკუთვნილ ადგილზე. გთხოვთ ერთი ხელმოწერილი ორიგინალი დაიტოვოთ, ხოლო მეორე დაუბრუნოთ ADB-ს. შემოთავაზებული ცვლილებები აღნიშნულ წერილი-შეთანხმების  ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ADB მიიღებს წინამდებარე წერილი-შეთანხმების ხელმოწერილ ორიგინალს.

 პატივისცემით,

          შონ ოსალივანი

       გენერალური დირექტორი

ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის განყოფილება

 

ა. მიღებული და შეთანხმებულია.

ბ. ვადასტურებთ, რომ სასესხო ხელშეკრულებებში შეტანილი ცვლილებები არ შეიცავს ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო კომუნიკაციის პოლიტიკის  გამონაკლისებს.

 

საქართველოს მხრიდან

და მისი სახელით

სახელი, გვარი: ნოდარ ხადური

თანამდებობა:   ფინანსთა მინისტრი

თარიღი:  3 სექტემბერი, 2015

დანართი

სესხი 2879-GEO (ჩვეულებრივი ოპერაციები) მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა პროექტი 2

 

(i) პუნქტი 4.05 შეიცვლოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მსესხებელი მისცემს ADB-ს წარმომადგენლებს პროექტის, საქონლისა და სამუშაოების, ასევე ყველა შესაბამისი ჩანაწერისა და დოკუმენტის შემოწმების შესაძლებლობას.“.

(ii) სასესხო ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) დანართში 2 მოცემული ცხრილი შესწორებულია და შეცვლილია ამ დანართის განრიგით 1.

 

დანართი

სესხი 2880-GEO (განსაკუთრებული ოპერაციები) მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა პროექტი 2

 

(i) პუნქტში 1.02 დაემატოს ახალი პარაგრაფი (ზ) და არსებული პარაგრაფი (ზ)-დან (რ)-მდე უნდა გადაინომროს შესაბამისად.

„(ზ) „საქონელი” გულისხმობს სასესხო სახსრებით დაფინანსებულ აღჭურვილობასა და მასალებს, შესაბამისი მომსახურების ჩათვლით, როგორიცაა: ტრანსპორტირება, დაზღვევა, დამონტაჟება, ექსპლუატაციაში შეყვანა, სწავლება და საწყისი მომსახურება, გარდა საკონსულტაციო მომსახურებისა;“ .

(ii)  პუნქტი 3.05 შეიცვლოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„ბანკის სასესხო ანგარიშიდან თანხის გატანა, რაც  საქონელს, სამუშაოებსა და საკონსულტაციო მომსახურებასთან იქნება დაკავშირებული  უნდა მოხდეს  იმ ხარჯების საფუძველზე, რომელიც დაკავშირებულია შემდეგ ხარჯებთან:

(ა) საქონელი, სამუშაოები და საკონსულტაციო მომსახურებები, რომელთა მოწოდებას ახორციელებს ADB-ის ის წევრი ქვეყნები, რომლებიც ADB-ის მიერ მითითებულია შესყიდვის წყაროების ნუსხაში; და

(ბ) საქონელი, სამუშაოები და საკონსულტაციო მომსახურებები, რომლებიც აკმაყოფილებს ADB-ის მიერ პერიოულად დადგენილ შესაბამის დამატებით მოთხოვნებს.“.

(iii)  პუნქტი 4.02 შეიცვლოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„მსესხებელმა საშუალება უნდა მისცეს ADB-ის წარმომადგენლებს ჩაატაროს პროექტის, საქონლისა და სამუშაოების, აგრეთვე ნებისმიერი შესაბამისი ჩანაწერისა და დოკუმენტის შემოწმება.“ .

(iv)  დანართი 4-ის სათაური შეიცვლოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „საქონლის, სამუშაოებისა და საკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვა.“ .

(v) დანართი 4-ის  პირველი პარაგრაფი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„საქონლის, სამუშაოებისა და საკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის სახელმძღვანელო მითითებებისა და საკონსულტაციო მომსახურებების სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად.“ .

(vi) დანართი 4-ის მე-3 პარაგრაფი  შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„საქონელი და სამუშაოები

3.   თუ ADB-სთან სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული საქონლის, სამუშაოების შესყიდვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ საერთაშორისო საკონკურსო ტენდერის საფუძველზე.“.

(vii) დანართი 4-ის  მე-9 პარაგრაფის (ა) და (ბ)  შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„(ა)  მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი სახის საქონლის,  სამუშაოების (მათ შორის, კომპიუტერული მოწყობილობების, პროგრამებისა და სისტემების როგორც ცალკე, ასევე სხვა საქონელთან და მომსახურებასთან ერთად) შესყიდვისას არ მოხდეს რომელიმე მესამე მხარის საწარმოო ან ინტელექტუალური საკუთრების უფლების ან მოთხოვნის დარღვევა ან გვერდის ავლა.

(ბ) მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ საქონლის, სამუშაოს შესყიდვების ყველა კონტრაქტი შეიცავდეს სათანადო მონაცემთა ჩამონათვალს, გარანტიებს და, საჭიროების შემთხვევაში, კონტრაქტორის ან მომწოდებლის მიერ  ზარალის ანაზღაურების გარანტიას, ამ პარაგრაფის (ა) ქვეპარაგრაფში მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით.“ .

(viii) დანართი 4-ის მე-12 პარაგრაფში (ა), (ბ), (გ) და (დ)  შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„(ა) აგრძელებს საქონლის, სამუშაოების შესყიდვის კონტრაქტის დასრულების წინასწარ განსაზღვრულ ვადას; ან

(ბ) თანახმაა საქონლის, სამუშაოების შესყიდვის კონტრაქტში ნებისმიერი სახის ცვლილების შეტანაზე ან პირობის გაუქმებაზე, ქვემოთ მოცემულ (გ) ან (დ) პუნქტებში განსაზღვრული ცვლილებების ჩათვლით; ან

(გ) გასცემს განკარგულებას საქონლისა და სამუშაოების შესყიდვის კონტრაქტში ისეთი ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც იწვევს კონტრაქტის საწყისი ფასის ცვლილებას (გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ასეთ ჯამურ მაჩვენებელში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა წინა  და მიმდინარე ცვლილება ან ცვლილებები მოცემული კონტრაქტის ფარგლებში); ან

(დ)  გასცემს განკარგულებას საქონლის, სამუშაოების შესყიდვის კონტრაქტში ისეთი ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც იწვევს საწყისი საკონტრაქტო ფასის 15%-იან ცვლილებას (ზრდის ან კლების მიმართულებით), თუნდაც ასეთი ცვლილება არ იწვევდეს საწყისი საკონტრაქტო ფასის გაზრდას. გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, ასეთ ჯამურ მაჩვენებელში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა წინა და მიმდინარე ცვლილება ან ცვლილებები მოცემული კონტრაქტის ფარგლებში.“ .

(ix) დანართი 4-ის მე-14 პარაგრაფის (ბ) შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„(ბ) აწარმოოს ჩანაწერები საქონლისა და სამუშაოების კონტრაქტში/დაკვეთაში შეტანილი ყველა იმ ცვლილების შესახებ, რომლებიც არ მოითხოვს ADB-ს წინასწარ დამტკიცებას ზემოაღნიშნული პარაგრაფი 12-ის შესაბამისად და ყოველ 6 თვეში ერთხელ მიაწოდოს ADB-ს ასეთი ჩანაწერები.“.

(x)  სასესხო ხელშეკრულების (განსაკუთრებული ოპერაციები) დანართი 3-ის ცხრილი შესწორებულია და შეცვლილია წინამდებარე დანართის განრიგით 2.

 

დანართი  განრიგი 1

 

სესხი 2879-GEO (ჩვეულებრივი ოპერაციები) მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა პროექტი 2

სესხის სახსრების განთავსება და გამოთხოვა

(მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა პროექტი 2)

 

 

ნომერი

პუნქტი

ADB-ის დაფინანსების მთლიანი თანხის განაწილება ($) კატეგორია

სასესხო ანგარიშიდან თანხის გამოთხოვის პროცენტული წილი

1

სამუშაოები და საქონელი

36,674,000

მთლიანი ხარჯის 74.58%*

2

საკონსულტაციო მომსახურება

 

2,761,000

 

მთლიანი ხარჯის 70.82%*

3

პროცენტი და ვალდებულების გადასახადი

1,616,400

გადასახდელი თანხის 100%*

4

გაუნაწილებელი

7,834,600

 

 

სულ

48,886,000

 

· სესხის მიმღების ტერიტორიაზე დადგენილი გადასახადების და მოსაკრებლის გარეშე

 

დანართი  განრიგი 2

 

სესხი 2880-GEO (განსაკუთრებული ოპერაციები) მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა პროექტი 2

 

სესხის სახსრების განთავსება და გამოთხოვა

(მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა პროექტი 2)

 

 

ნომერი

პუნქტი

ADB-ის დაფინანსების მთლიანი თანხის განაწილება (SDR) კატეგორია

სასესხო ანგარიშიდან თანხის გამოთხოვის პროცენტული წილი

1

სამუშაოები  და საქონელი

8,312,000

მთლიანი ხარჯის 25.42%*

2

საკონსულტაციო მომსახურება

 

758,000

 

მთლიანი ხარჯის 29.18%*

3

პროცენტი

223,000

გადასახდელი თანხის 100%*

4

გაუნაწილებელი

1,346,000

 

 

სულ

10,639,000

 

·  სესხის ამღების ტერიტორიაზე დადგენილი გადასახადების და მოსაკრებლის გარეშე .