დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის #22/60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25/32 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/11/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.111.016283 |
|
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №22/60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-80 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №22/60 დადგენილებით დამტკიცებულ (www.matsne.gov.ge, 30.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.111.016250) ბიუჯეტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
|
1.
ბიუჯეტის დანართის 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
". | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2.
ბიუჯეტის დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
". | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
3.
ბიუჯეტის დანართის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 16 332,9 ათ. ლარის ოდენობით.
". | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
4.
ბიუჯეტის დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4 919,7 ათ. ლარის ოდენობით. მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6 154,7 ათ. ლარის ოდენობით.
ბ) განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 1 235,0 ათ. ლარის ოდენობით.
". |
5.
ბიუჯეტის დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
". |
6.
შევიდეს ცვლილება ბიუჯეტის დანართის მე-13 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 56,6 ათ. ლარის ოდენობით.“ . |
7.
ბიუჯეტის დანართის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის 1.1, 1.2 და 1.2.1 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ქალაქში ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტის ფარგლებში, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, რაც თავის თავში გულისხმობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას (გზები და ხიდები). კერძოდ, ქუჩების ორმულ შეკეთებას, ქუჩების მოხრეშვა-დაგრეიდერებას, ქუჩებში სათვალთვალო ვიდეოკამერების მოწყობის პროექტირებას, შუქნიშნების მოვლა-პატრონობას, აღმაშენებლის ქუჩის ტროტუარის რეაბილიტაციას, ქალაქ ფოთში დანელიას ქუჩის (სტადიონის მიმდებარე ტერიტორია) რეაბილიტაციას, რუსთაველის რკალის ტროტუარის კეთილმოწყობას. ასევე ს/სახლების სახურავების მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, აღმაშენებლის ქუჩის მრავალბინიანი ს/სახლების რეაბილიტაციას (ფასადების შეფუთვა და მანსარდების მოწყობა), მრავალბინიანი ს/სახლების სახურავების რეაბილიტაციას, მუზეუმის შენობის სახურავის კაპ. შეკეთებას, დაზიანებული ლიფტების მოვლა-პატრონობას, ჭარბი ნალექებისა თუ სხვა შემთხვევისას დაგროვილი წყლის ამოტუმბვას, გარე განათების რეაბილიტაციას (ქუჩები და ხიდები), გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-პატრონობას, განათების ქსელისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურებას, სატუმბო სადგურების მოვლა-პატრონობას, დასუფთავების ღონისძიებებს, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლირებას, სანიაღვრე არხების შლამისა და ნატანისაგან გაწმენდას, მათ აღდგენასა და მოვლა-პატრონობას, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციას, დახურული სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის პროექტირებას, ხიდბოგირების მოწყობას, სანიაღვრე არხებისა და სატუმბი სადგურების რეაბილიტაციის პროექტირება, ექსპერტიზას, ბინების შიდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება, ექსპერტიზას, მინი სპორტული მოედნების მოწყობას, აღმაშენებლისა და დანელიას ქუჩების გამწვანების სამუშაოების პროექტირებას, არსებული სკვერებისა და პარკების, შადრევნების მოვლა-შენახვას, მრავალბინიანი ს/სახლების ეზოების კეთილმოწყობის პროექტირებას და სამუშაოებს, მალთაყვის უბანში სანაპირო ზოლის (მათ შორის, მისასვლელი გზის) რეაბილიტაციას (მათ შორის, პროექტირებას), ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის ხარჯთაღრიცხვის შედგენა-პროექტირებას და სხვა. 1.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (გზები და ხიდები) (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია აღმაშენებლის ქუჩის ტროტუარის რეაბილიტაცია, ქალაქ ფოთში დანელიას ქუჩის (სტადიონის მიმდებარე ტერიტორია) რეაბილიტაცია, რუსთაველის რკალის ტროტუარის კეთილმოწყობა. აგრეთვე განხორციელდება ქალაქ ფოთში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ასფალტის საფარის ორმული შეკეთება, რაც გააუმჯობესებს არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურას, კერძოდ კი, ხელს შეუწყობს არსებულის შენარჩუნებას მიმდინარე მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოების კვალობაზე. ასევე დაგეგმილია ქუჩების მოხრეშვა-დაგრეიდერება, შუქნიშნების მოვლა-პატრონობა, ქუჩებში სათვალთვალო ვიდეოკამერების მოწყობის პროექტირება. 1.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში არსებული ლიფტების, საბინაო ფონდის მოვლა-პატრონობის და ს/სახლების სახურავების მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, აღმაშენებლის ქუჩის მრავალბინიანი ს/სახლების რეაბილიტაციის სამუშაოები, მრავალბინიანი ს/სახლების სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოები, ჩამდინარე წყლების მართვის, არსებული ქსელის მოვლა-შენახვის, სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციის, დახურული სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის პროექტირების, ხიდბოგირების მოწყობის, სანიაღვრე არხებისა და სატუმბი სადგურების რეაბილიტაციის პროექტირება, ექსპერტიზის, ბინების შიდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება, ექსპერტიზის, გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია-რეაბილიტაციის, გარე განათებისა და სატუმბი სადგურების მოვლა-პატრონობის და მათ ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. უზრუნველყოფილი იქნება ქალაქის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველების იზოლირება. 1.2.1 ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში დაზიანებული ლიფტების რეაბილიტაციის, სახურავების მიმდინარე შეკეთების, აღმაშენებლის ქუჩის მრავალბინიანი ს/სახლების რეაბილიტაციის (ფასადების შეფუთვა და მანსარდის მოწყობა), მრავალბინიანი ს/სახლების სახურავების რეაბილიტაციის, ჭარბი ნალექებისა თუ სხვა შემთხვევისას დაგროვილი წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.“ . |
8.
ბიუჯეტის დანართის მე-17 მუხლის 1.3.1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.3.1 კეთილმოწყობის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 03 01) პროგრამის შესაბამისად 2015 წელს განხორციელდება სახელმწიფო დროშების შეძენა, საახალწლო და სადღესასწაულო ქალაქგაფორმება, საათების მოვლა-პატრონობა, 9 აპრილის ხეივანზე და ნაბადის უბანში მდებარე სკვერების, დიდების მემორიალის, ცენტრალური და სხვა პარკებისა თუ სკვერების მოვლა-პატრონობა, მინისპორტული მოედნების მოწყობა, აღმაშენებლისა და დანელიას ქუჩების გამწვანების სამუშაოების პროექტირება, მრავალბინიანი ს/სახლების ეზოების კეთილმოწყობის პროექტირება და სამუშაოები, მუზეუმის შენობის სახურავის კაპ. შეკეთება, მალთაყვის უბანში სანაპირო ზოლის (მათ შორის, მისასვლელი გზის) რეაბილიტაცია (მათ შორის, პროექტირება), რაც მოიცავს პლაჟზე მისასვლელი 3 გზის დაპროექტებას (მათ შორის, ერთის რეაბილიტაციას პირველ ეტაპზე), მომსახურე გზის მოწყობას (მათ შორის, ნაწილის ასფალტირება), ასევე ღია ავტოფარეხების, საფეხმავლო გზის (ბულვარის და მცირე არქიტექტურული ფორმის შენობების განთავსება), წყალგაყვანილობის, ელექტროენერგიის, გაზისა და სხვა კომუნიკაციის საშუალებების დაპროექტება და მშენებლობა. პირველ ეტაპზე განხორციელდება დაახლოებით 370 მეტრომდე ბულვარის მოწყობა სრული ინფრასტრუქტურით. პირველი ეტაპის სამუშაოების განხორციელება დაგეგმილია არაუგვიანეს 2016 წლის 1 სექტემბრისა.“. |
9.
ბიუჯეტის დანართის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის 2.1.4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.1.4 სტადიონის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 05 01 04) ქალაქ ფოთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია გათვლილია 6 ათას ადამიანზე. პირველ ეტაპზე განხორციელებული სამუშაოების მოცულობა შესრულდება 2000 მაყურებელზე. გარდა ამისა, იგეგემება არსებული ტრიბუნებისა და ინფრასტრუქტურის ნაწილის დემონტაჟი, დასავლეთი ტრიბუნის მოწყობა სრული ინფრასტრუქტურით, პრეს-ლოჟების, გარე განათების სისტემების და ტაბლოს მოწყობა.". |
10.
ბიუჯეტის დანართის მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
". | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების თანახმად:
|
1.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 20 ოქტომბრის №789 ბრძანების „2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში (მათ შორის, ქვეპროგრამებში) გადატანის შესახებ“ შესაბამისად:
|
ა)
გაიზარდა „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის“ ხარჯები („სხვა ხარჯები“) 5,2 ათ. ლარით და განისაზღვრა 2492.5 ათ. ლარით;
|
ბ)
შემცირდა „სარეზერვო ფონდის“ ხარჯები („სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება“) 5.2 ათ. ლარით და განისაზღვრა 69.6 ათ. ლარით;
|
2.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 28 ოქტომბრის №811 ბრძანების „2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში (მათ შორის, ქვეპროგრამებში) გადატანის შესახებ“ შესაბამისად:
|
ა)
გაიზარდა ა(ა)იპ "სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების –
კომპლექსური სასპორტო სკოლის“ ხარჯები („სუბსიდიები“) 4,0 ათ. ლარით და განისაზღვრა 139.5 ათ. ლარით;
|
ბ)
გაიზარდა ა(ა)იპ "სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების –
რაგბის სასპორტო სკოლის“ ხარჯები („სუბსიდიები“) 9,0 ათ. ლარით და განისაზღვრა 98.0 ათ. ლარით.
|
გ)
შემცირდა „სარეზერვო ფონდის“ ხარჯები („სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება“) 13.0 ათ. ლარით და განისაზღვრა 56.6 ათ. ლარით;
|
დ)
გადატანილ იქნა „ა(ა)იპ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანების“ 2015 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნება ერთი ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლიდან სხვა ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლში, კერძოდ: შემცირდა „არაფინანსური აქტივების ზრდა“ 1.6 ათ. ლარით, გაიზარდა „სუბსიდიები“ 1.6 ათ. ლარით;
|
ე)
შემცირდა „სხვა გაუთვალისწინებელი ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების“ ხარჯები („სუბსიდიები“) 5,9 ათ. ლარით და განისაზღვრა 2,3 ათ. ლარით.
|
| მუხლი 3 |
1.
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
2.
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 10 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები