„თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 55
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/11/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/11/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 21/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016294
55
10/11/2015
ვებგვერდი, 12/11/2015
010250050.35.163.016294
„თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
თელავის მუნიციპალიტეტი
„თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №55

2015 წლის 10 ნოემბერი

ქ.თელავი

 

„თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2015  წლის 30 იანვრის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05.02.2015 წ., 010250050.35.163.016243) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“.

2პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული „თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის (შემდგომ ტექსტში – თელავის მუნიციპალიტეტი) მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების  წესები.“.

3დამტკიცებული წესების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„თელავის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების  წესები“.

4. დამტკიცებული წესების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.  თელავის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს თელავის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, თელავის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას – საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, თელავის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას – ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე ანგარიშსწორების წესებს.

2.  ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით განსაზღვრული მნიშვნელობა.“ ю

5. დამტკიცებული წესების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. ვადაგაგრძელებული და განმეორებითი ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი

1. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი  თელავის  მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.

2. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი  თელავის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ეს ქონება შესაძლებელია  გატანილ იქნეს საპრივატიზებოდ ელექტრონულ აუქციონზე,  შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით.  ასეთ შემთხვევაში, აუქციონი ჩაითვლება განმეორებით ელექტრონულ აუქციონად. განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, თელავის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება შემცირდეს 50%-მდე. თუ ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ თავით დადგენილი ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესები.“. 

6. დამტკიცებული წესების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 16. ვადაგაგრძელებული და განმეორებითი საჯარო აუქციონის  ჩატარების წესი

1. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გატანილი თელავის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.

2. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გატანილი თელავის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ეს ქონება შესაძლებელია,  გატანილ იქნეს საპრივატიზებოდ საჯარო აუქციონზე,  შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით.  ასეთ შემთხვევაში, აუქციონი ჩაითვლება განმეორებით საჯარო აუქციონად. განმეორებით საჯარო აუქციონზე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, თელავის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება შემცირდეს 50%-მდე. თუ ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ თავით დადგენილი საჯარო აუქციონის ჩატარების წესები.“.

7. დამტკიცებული წესების 32- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.“.

8. დამტკიცებული წესების 33- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 33. თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი

თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.“.

9. დამტკიცებული წესების 34- მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება გამგებლის წარდგინებით თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,  დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით..

10.  დამტკიცებული წესების 34- მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3.  თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება გამგებლის წარდგინებით თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზეбდადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით..

11. დამტკიცებული წესების 35- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 35. წილების და აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურის და მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი

1. თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების  აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.

2. თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების  აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას, მართვის უფლებით გადაცემის  საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე, წილების/აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით.

12. დამტკიცებული წესების  36- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 36საწყისი საპრივატიზებო საფასურის და სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი საფასურის შემცირება განმეორებითი აუქციონის დროს

თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი თელავის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს,  ხოლო, თუ მუნიციპალიტეტის ქონება განმეორებით აუქციონზეც არ განიკარგა, საწყისი საპრივატიზებო საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს. ასეთ შემთხვევაში, ყოველი განმეორებითი აუქციონის ჩატარებისას, ქონების  საწყის საპრივატიზებო საფასურს და სხვა პირობებს ადგენს  თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს  გამოქვეყნებისთანავე.

 


თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა გიორგობიანი