„საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 574
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 010120000.10.003.018960
574
10/11/2015
ვებგვერდი, 11/11/2015
010120000.10.003.018960
„საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №574

2015 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02.09.2014 წ., 010120000.10.003.018140) შეტანილ იქნეს ცლილება და დადგენილებით დამტკიცებული  წესის:   

1. მე-3 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, განცხადება სააგენტოს შესაძლებელია წარედგინოს ასევე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების შენობის გარეთ (ადგილზე მომსახურება), რისთვისაც უცხოელი იხდის მომსახურების საფასურს.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, სპეციალური ბინადრობის ნებართვის, დროებითი ბინადრობის ნებართვისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის შემთხვევებზე.“.

2. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოში დაბადებულ 6 თვემდე ასაკის უცხოელებზე საქართველოში  ბინადრობის ნებართვის გაცემის შემთხვევისას არ ვრცელდება საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება, თუ   საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების შესახებ განცხადების წარდგენამდე მათ არ დაუტოვებიათ საქართველოს ტერიტორია.“.

3. მე-5 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;“;

ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;“.

4. მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;“.

5. მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;“.

6. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოში კანონიერად ყიფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;“;

ბ) მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უცხოელს, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა და არ დაუტოვებია საქართველოს ტერიტორია, საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად არ მოეთხოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენა.“.

7. მე-9 მუხლის:

ა)  „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.დ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;“;

ბ) „გ.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეზე სპეციალური ბინადრობის ნებართვის გასაცემად:

დ.ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

დ.ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

დ.გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ.დ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ.ე) ფოტოსურათი, ზომით ¾.“.

8. მე-10 მუხლის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;“.

9. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;“;

ბ) მე-2 პუნქტის „გ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;“.

10.  წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 და 122  მუხლები:

„მუხლი 121. დროებითი ბინადრობის ნებართვა

უცხოელზე, რომელსაც „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს მსხვერპლის სტატუსი, დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე.

მუხლი 122. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა

1. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:

ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, უცხოელის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე)  ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული  ნივთის საბაზრო ღირებულების  დამადასტურებელი დოკუმენტი  (საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ დადგენილი საბაზრო ღირებულება);

ვ) ფოტოსურათი, ზომით ¾;

ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

2. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრის მიერ ამავე სახის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სააგენტოში უნდა იქნეს წარდგენილი:

ა) დადგენილი ფორმის განცხადება;

ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ბინადრობის ნებართვის ასლი;

ე) მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ფოტოსურათი, ზომით 3/4;

ზ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.“.

11. მე-14 მუხლის:

ა)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კანონის მე-15 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა 6 წლის ვადით. კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა უცხოელზე შეიძლება გაიცეს 1 წლის ვადით. აღნიშნული ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება შესაბამის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეწყვეტის შემთხვევაში.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პირზე, რომელსაც საქართველოში დაუდგინდება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი, ბინადრობის ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით, რომლის გაგრძელება შესაძლებელია იმავე ვადით და იმავე პირობით, შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 10 დღის ვადაში. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვის გაგრძელების შემთხვევაში, არ ხდება კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გადამოწმება და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე არ ვრცელდება ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება.“.

12. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საქართველოში დროებითი, ასევე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა გრძელდება იმავე პირობებით, რომლებითაც გაიცა იგი. ამასთან, თუ უცხოელი ინარჩუნებს საკუთრების უფლებას იმ უძრავ ნივთზე, რომლის საფუძველზეც მასზე გაცემულ იქნა  კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, იგი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 15 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი