დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 362 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 11/11/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/11/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 26/11/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.016830 |
|
,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხლი 2552) დამტკიცებული წესის 234 მუხლის მე-8 – მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სსა/ტექნიკური საშუალება გააქტიურებული SAM მოდულით, რომელიც აღარ გამოიყენება კონკრეტულ ობიექტზე ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისთვის, ექვემდებარება რეგისტრაციიდან მოხსნას, ან სარეგისტრაციო მონაცემებში მითითებული ფაქტობრივი მისამართის ცვლილებას – პირის მიერ სხვა ობიექტზე მათი გამოყენების/სსა-ის დისტრიბუციის მიზნით გამოყენების მოთხოვნის შემთხვევაში. აღნიშნულის შესახებ პირი განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს. 9. საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული სსა-ის/ტექნიკური საშუალების და მათზე გააქტიურებული SAM მოდულის: ა) რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ განცხადებაში მიეთითება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, აგრეთვე, სსა-ის/ტექნიკური საშუალების და მათზე გააქტიურებული SAM მოდულის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი. ამასთან, საგადასახადო ორგანოს განცხადებასთან ერთად წარედგინება ფისკალურ მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია, კერძოდ, ტრანზაქციის უნიკალური ნომერი; შესაბამისი ტიპის ტრანზაქციის რიგითი ნომერი; „Z“ ანგარიშის ნომერი, რომელშიც დარეგისტრირდა ტრანზაქცია; ტრანზაქციის ტიპი (0-დებეტი, 1-კრედიტი, 2-უნაღდო დებეტი, 3-უნაღდო კრედიტი); თანხის ოდენობა; ტრანზაქციის თარიღი და დრო ფორმატში – YYMMDDHHMMSS; შესაბამის ტრანზაქციაზე SAM მოდულის მიერ დაბრუნებული ელექტრონული ხელმოწერა. რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ ბაზაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღის ვადაში პირს გადაეცემა ცნობა რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ (დანართი №144); ბ) პირის მიერ სხვა ობიექტზე, ან სარეგისტრაციო მონაცემებში მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე რეგისტრირებული სსა-ის დისტრიბუციის მიზნით გამოყენების შესახებ წარდგენილ განცხადებაში, მიეთითება საგადასახადო ორგანოში მათი რეგისტრაციის თარიღი, ნომერი და ფაქტობრივი მისამართი, სადაც გამოყენებული იქნება სსა/ტექნიკური საშუალება გააქტიურებული SAM მოდულით, ხოლო სსა-ის დისტრიბუციის მიზნით გამოყენების შემთხვევაში – პირის იურიდიული მისამართი. საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს №143 დანართის მე-6 სტრიქონში და №145 დანართის მე-8 სვეტში შესაბამისი ცვლილებების შეტანას. განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღის ვადაში პირს გადაეცემა სარეგისტრაციო ბარათი (დანართი №143). 10. ამ მუხლში მითითებულ განცხადებაში ან/და თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზის გამოვლენისას, საგადასახადო ორგანო წყვეტს შესაბამის პროცედურებს, რის შესახებაც არაუგვიანეს 1 სამუშაო დღეში აცნობებს განმცხადებელს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
|
დოკუმენტის კომენტარები