დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 68 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/11/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.162.016353 |
|
„ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11.08.2014 წ., 010250020.35.162.016243) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ლ“ ქვეპუნქტი: „ე.ლ) ამტკიცებს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას, რომელიც განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით;“. 2. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესით მოაწყოს საჯარო შეხვედრა მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთან და წარუდგინოს მას ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხოს მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს;“. 3. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 351 მუხლი: „მუხლი 351. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიები და ფორმები 1. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირები ვალდებული არიან, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შექმნან ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები მოქალაქეთა მიღების, მოქალაქეებთან შეხვედრების, მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალობისათვის. 2. ნებისმიერ პირს უფლება აქვს, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფარგლებში და დადგენილი წესით, შეუზღუდავად ისარგებლოს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებით. 3.მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაითვალისწინოს შესაბამისი პროგრამები. 4. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 35 2 მუხლი: „მუხლი 352. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 1. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გამოაქვეყნოს მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მათი პროექტები და სხვა საჯარო ინფორმაცია. გამგეობა ასევე ვალდებულია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული უფლებამოსილების შესაბამისად გამოაქვეყნოს ან/და საჯაროდ გამოაცხადოს: ა) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომის ოქმები, შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში; ბ) დასახლების საერთო კრების ოქმები, გამგეობის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში; გ) ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და გამართვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ; დ) საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში; ე) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი; ვ) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში; ზ) მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა, მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში; თ) მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში, შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე და 57-ე მუხლების შესაბამისად ან/და ქვეყნდება პროაქტიულად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები