დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1804 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/11/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.029.016328 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/11/2015 - 14/06/2016)
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
|
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1).
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის გასაუბრების შეფასების ფორმა №1 –
დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 –
დანართი №3 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა –
დანართი №4.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
|
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება, ბიზნესის ადმინისტრირების ან/და სოციალური მეცნიერებების (დარგი/სპეციალობა-პოლიტიკის მეცნიერება, სოციოლოგია, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები) ან/და სამართალმცოდნეობის მიმართულებით; ბ) სამუშაო გამოცდილება – აუცილებელია მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება; სასურველია სტრატეგიული დოკუმენტების, სამართლებრივი და ანალიტიკური კვლევებისა და დასკვნების მომზადების, ანგარიშების შედგენის, კვლევითი პროექტების განხორციელების/მართვის კუთხით მუშაობის, საერთაშორისო/დონორ ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან ურთიერთობის გამოცდილება; საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; გ) აუცილებელია ინგლისური ენის კარგი ცოდნა; დ) საოფისე პროგრამების, კერძოდ Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint – კარგი ცოდნა. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი; გ) საქართველოს შრომის კოდექსი; დ) ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; ზ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება; ი) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი; კ) ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება; ლ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 7 აგვისტოს №317 ბრძანება. |
დანართი №2
|
გასაუბრების შეფასების ფორმა №1
|
ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის შეფასებისას, ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.
1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური. ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ___________________________________ კანდიდატის სახელი, გვარი: _______________________________________ კომისიის წევრის სახელი, გვარი, __________:______________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):__________________________________________
კომისიის წევრის ხელმოწერა:________________________________________
| ||||||||||||||||||||||||
დანართი №3
|
გასაუბრების შეფასების ფორმა №2
|
ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ-ჩვევები. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის შეფასებისას, ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.
1 - მიუღებელი, 2 - საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური. ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ______________________________ კანდიდატის სახელი, გვარი: _______________________________________ კომისიის წევრის სახელი, გვარი: _________________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):____________________________________________
კომისიის წევრის ხელმოწერა:__________________________________________ . | ||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №4
|
კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა
|
შეფასების ჯამური ქულა დაითვლება გასაუბრების შეფასების (დანათი №1, დანართი №2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით.
საკონკურსო პოზიციის დასახელება:______________________________________
1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:_____________________________ 2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________ 3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________ 4. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________ 5. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:_____________________________________ . |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები