დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 85 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.174.016127 |
|
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №24 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 13.03.2015 წ., 010250050.35.174.016066) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ელექტრონული სახით მიღებული კორესპოდენცია თანდართულ მასალებთან ერთად მუშავდება და შეძლებისდაგვარად მატერიალიზდება (იბეჭდება).“; ბ) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციიდან ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი“; გ) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციიდან ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი“; დ) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების მოხელე ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეს მისცეს განმარტება განცხადების/საჩივრის წარმოდგენის პროცესში დაშვებული ხარვეზების შესახებ, უზრუნველყოს მოქალაქეები განცხადების და საჩივრის ფორმებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).“ ე) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციიდან ამოღებულ იქნეს მე-15 მუხლის მე-13 პუნქტი; ვ) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციიდან ამოღებულ იქნეს მე-15 მუხლის მე-14 პუნქტი; ზ) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციიდან ამოღებულ იქნეს მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი; თ) დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დოკუმენტის პროექტის ვიზირება ხორციელდება: ა) მოხელე, რომელმაც მოამზადა დოკუმენტი (მითითება შემსრულებელი); ბ) შესაბამისი სამსახურის განყოფილების უფროსი (მითითება შესწავლილია); გ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (მითითება შეთანხმებულია); დ) შესაბამისი იურიდიული განყოფილების უფროსი და იურიდიული სამსახურის უფროსი (მითითება შეთანხმებულია).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები