„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 84
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/11/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.174.016126
84
06/11/2015
ვებგვერდი, 13/11/2015
010250050.35.174.016126
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №84

2015 წლის 6 ნოემბერი

ქ. გორი

 

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტების,  საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“  63-ე მუხლის  და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის  საკრებულო    ადგენს:

მუხლი 1
მუხლი 1. „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“  ქალაქ გორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08.08.2014 წ., 010250050.35.174.016002) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

მუხლი 21. საკრებულოს აპარატის საქმისწარმოება

1. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს ელექტრონულ საქმისწარმოებას.

2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა საკრებულოში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად.“

ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის VI თავი:

თავი VI.  გარდამავალი დებულებები

მუხლი 9. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვა

1. საკრებულოს საქმისწარმოებაში აპარატმა უზრუნველყოს:

ა)  სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის დანერგვა;

ბ) მერიის ადმინისტრაციულ სამსახურთან კოორდინაციით ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“  დანერგვა.

2. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვამდე საკრებულოს აპარატის საქმისწარმოება დასაშვებია დადგენილი წესით ქაღალდზე შესრულებული ბეჭდური დოკუმენტების მეშვეობით, დოკუმენტბრუნვის არსებული სისტემის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე