„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/11/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.174.016124
82
06/11/2015
ვებგვერდი, 13/11/2015
010250050.35.174.016124
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №82

2015 წლის 6 ნოემბერი

ქ. გორი

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და  საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 2 აგვისტოს №10 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 08.08.2014 წ., 010250050.35.174.016010) დამტკიცებულ დებულებას დაემატოს  11  მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11ელექტრონული საქმისწარმოების უზრუნველყოფა და დანერგვა

1.მერიის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს მერიის დაქვემდებარებაში არსებულ მუნიციპალური სამსახურებში ელექტრონული საქმისწარმოების უზრუნველყოფასა  და დანერგვას.

2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა მერიაში ხორციელდება  „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად.

3. ადმინისტრაციული საქმისწარმოება ხორციელდება:

ა) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის“ მეშვეობით;

ბ) ავტომატიზირებული ელექტრონული პროგრამით „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“.

4. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვამდე მერიის საქმისწარმოება დასაშვებია დადგენილი წესით ქაღალდზე შესრულებული ბეჭდური დოკუმენტების მეშვეობით, დოკუმენტბრუნვის არსებული სისტემის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაპუნა კობერიძე