ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/11/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.141.016157
26
09/11/2015
ვებგვერდი, 12/11/2015
010250020.35.141.016157
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №26

2015 წლის 9 ნოემბერი

ქ. ახალქალაქი

ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესისა და  ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს   ორგანული  კანონის  „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და 88-ე მუხლის შესაბამისად, ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების  მიერ მუნიციპალიტეტის  ამომრჩევლებთან საჯარო  შეხვედრების  მოწყობისა  და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი“, დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს   „ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის   საკრებულოს  წევრის  მიერ  გაწეული   მუშაობის  შესახებ ანგარიშის ფორმა“ დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჰამლეტ მოვსესიანი

დანართი 1
ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.  ახალქალაქის   მუნიციპალიტეტის  გამგებლისა  და  ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის  წარდგენის  წესი  (შემდგომში  –  წესი) არეგულირებს  მუნიციპალიტეტის  გამგებლისა  და საკრებულოს წევრების მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის საკითხებს.

2. წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრულ  შემთხვევებში,  უზრუნველყოს  ახალქალაქის   მუნიციპალიტეტის მოსახლეობის  ჩართულობა მუნიციპალიტეტის  აღმასრულებელი  და წარმომადგენლობითი  ორგანოების საქმიანობაში  და მათი ინფორმირებულობა ზემოთ აღნიშნული ორგანოების საქმიანობის შესახებ.

მუხლი 2. მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა
1. მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრა ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.

2. საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს სხდომათა დარბაზში   ან   სხვა   საჯარო   სივრცეში,   ასევე   მუნიციპალიტეტის  შესაბამის   ადმინისტრაციულ ერთეულში,   რასაც   ორგანიზაციულად   უზრუნველყოფს  საკრებულოს  აპარატი   და/ან   გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.

3.  საჯარო შეხვედრაზე ანგარიში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით, ასევე შესაძლებელია საკრებულოს მიერ დამტკიცებული სპეციალური ფორმის მიხედვით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება.

4. საჯარო   შეხვედრების   ტექნიკურ   ორგანიზებას   უზრუნველყოფს  საკრებულოს აპარატი   და/ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.

5. საჯარო  შეხვედრაზე  ანგარიშის  მოსმენის  სხდომას  წარმართავს  საკრებულოს  თავმჯდომარე  ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

6.  მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წევრების ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრისას დგება საჯარო შეხვედრის სხდომის ოქმი. რომელშიც მითითებული უნდა იყოს  შეხვედრის  თარიღი, ადგილი და დრო, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა, მოქალაქეთა მიერ დასმული შეკითხვები და საჭიროების შემთხვევაში სხვა ინფორმაცია.

მუხლი 3. მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის უფლებები ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის მიზნით გამართული  საჯარო შეხვედრის დროს
1. მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ  ამომრჩეველს  უფლება  აქვს, შეუზღუდავად დაესწროს გამართულ საჯარო ანგარიშების განხილვას.

2.  საჯარო შეხვედრაზე დამსწრე ამომრჩევლებს, ანგარიშის წარდგენის შემდეგ უფლება აქვთ, დასვან შეკითხვები, გამოთქვან შენიშვნები და წინადადებები, შეაფასონ მომხსენებლის საქმიანობა.

3. მუნიციპალიტეტის  გამგებელი და საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან საჯარო შეხვედრის დროს ანგარიშის განხილვისას უპასუხონ ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

მუხლი 4. ახალქალაქის   მუნიციპალიტეტის  გამგებლისა  და  ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის გარშემო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. მუნიციპალიტეტის     გამგებლისა     და     საკრებულოს     წევრების     მიერ    მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე 1  (ერთი) კვირით ადრე მაინც, საკრებულოს აპარატი და მერიის ადმინისტრაციული სამსახური  უზრუნველყოფს აღნიშნულის  თაობაზე  ინფორმაციის  განთავსებას  მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე   www. Akhalkalaki.ge .

2.  მუნიციპალიტეტის   გამგებლისა   და   საკრებულოს   წევრების   მიერ   წარდგენილი  ანგარიშები ოფიციალურად   ქვეყნდება  საჯაროდ  მუნიციპალიტეტის  ვებგვერდზე www. Akhalkalaki.ge,  ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში.

მუხლი 5. გარდამავალი დებულებები
ამ  წესში    ცვლილებებისა    და    დამატებების    შეტანა    ხორციელდება    საკრებულოს   მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

დანართი 2
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული

                                   მუშაობის შესახებ ანგარიშის ფორმა

საკრებულოს წევრის სახელი, გვარი                                                                     

თანამდებობის დასახელება                                                                                 

ფრაქციის დასახელება                                                                                               

კომისი(ებ)ის დასახელება                                                                                         

არჩევის წესი (მაჟორიტარული ოლქის მითითებით)                                               

საანგარიშო პერიოდი - 201        წლის         ___ - დან    201       წლის                    მდე.

ანგარიშის ტიპი (რიგითი, რიგგარეშე)                                                         

1. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა:

სულ საკრებულოს სხდომების რაოდენობა -------

საკრებულოს სხდომებზე დასწრება                                                                     

2. სულ კომისიის სხდომების რაოდენობა                  მ/შ დროებითი კომისიების ---------- კომისიის სხდომებზე დასწრება                      მ/შ დროებით კომისიებში -----------

3. სულ ფრაქციის სხდომების რაოდენობა     

ფრაქციის სხდომებზე დასწრება    

4. საკრებულოს წევრის მიერ ინიციირებული საკითხები

----------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------- ინიციირებული საკითხებიდან მიღებულ იქნა ----- დადგენილება, ---- განკარგულება

5. საკრებულოს წევრის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი საკითხები -----------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------

6. ის საკითხები, რომლებსაც საკრებულოს წევრმა მხარი არ დაუჭირა

-------------------------------------------------------------------------------------------------------

7. მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა ------------- და შეხვედრებზე მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა ----------

8. მოქალაქეებთან შეხვედრისას გამოთქმული ძირითადი საკითხები

---------------------------------------------------------------------------------------------------------

      ----------------------------------------------------------------------------------------------------------

    ------------------------------------------------------------------------------------------------------------

9. მოქალაქეთა პრობლემებზე საკრებულოს წევრის რეაგირების ფორმები (მათ შორის, დადებითად გადაწყვეტილი კონკრეტული საკითხები)

--------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------

II. საკრებულოს წევრის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა საქმიანობა

----------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------

შევსების თარიღი

---------------------------

წარდგენის თარიღი

---------------------------

ხელის მოწერა

---------------------------