დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41698 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 06/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/11/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016349 |
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №41698
2015 წლის 6 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „დეკლარირების კლასიფიკატორის“ (დანართი №2) მე-2 ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბაჟო გამშვები პუნქტები
| № | კოდი | დასახელება |
| 1
| 69001; 99001 69110; 99110 20011
| საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ (მხოლოდ თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილ საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას) |
| 2 | 69002; 99002 | საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“ |
| 3 | 69003; 99003 | საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-საავტომობილო“ |
| 4 | 69004; 99004 | საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-სარკინიგზო“ |
| 5 | 69005; 99005 | საბაჟო გამშვები პუნქტი„გუგუთი“ |
| 6 | 69006; 99006 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ახკერპი“ |
| 7 | 69007; 99007 | საბაჟო გამშვები პუნქტი „სამთაწყარო“ |
| 8 | 69009; 99009 | საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი“ |
| 9 | 69021; 99021 | საბაჟო გამშვები პუნქტი „მტკვარი“ |
| 10 | 69010; 99010 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი“ |
| 11 | 69101; 99101 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ |
| 12 | 69301; 99301 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე“ |
| 13 | 69302; 99302 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“ |
| 14 | 69401; 99401 69403; 99403 69404; 99404 20013 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული და ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონები“
ქ. ქუთაისი, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორია, ავტომშენებლის ქ. №88 (მხოლოდ „ოქროს სიის“ მონაწილეთა კუთვნილი საქონლის გაფორმებისათვის) |
| 15 | 69501; 99501 69502 69503 | საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ |
| 16 | 69601; 99601 | საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ |
| 17 | 69604; 99604
| საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი“ |
| 18 | 69603; 99603 20012
| საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის აეროპორტი“ საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის აეროპორტი“ (მხოლოდ ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილ საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას) |
| 19 | 69309; 99309 | საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის სამშენებლო ზონა“ |
| 20 | 69320; 99320 | საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი“ “. |
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები