შპს ”ქართული წისქვილის კომპანიის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
შპს ”ქართული წისქვილის კომპანიის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/8587-15
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 19/10/2015
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/11/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/8587-15
19/10/2015
ვებგვერდი, 10/11/2015
შპს ”ქართული წისქვილის კომპანიის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

 

 

 


საქმე № 2/8587-15

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

201 5 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს ქართული წისქვილის კომპანიის” კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და  

 

                                                              გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ქართული წისქვილის კომპანიის” მიმართ.

2015 წლის 13 ოქტომბერს შპს ქართული წისქვილის კომპანიისგაკოტრების მმართველმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა დებიტორულ მოთხოვნასთან დაკავშირებული საკითხის განხილვის მიზნით.

სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს შპს ქართული წისქვილის კომპანიის” კრედიტორთა კრება დებიტორულ მოთხოვნასთან დაკავშირებული საკითხის განხილვის მიზნით.

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“  საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

 დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწვეულ იქნეს შპს „ქართული წისქვილის კომპანიის” კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

 1.1. დებიტორულ მოთხოვნასთან დაკავშირებული საკითხი.

2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2015 წლის 27 ნოემბერს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომათა დარბაზში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

3. დაევალოს შპს „ქართული წისქვილის კომპანიის” გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                                                                ლ. ქოჩიაშვილი