„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/11/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.105.016234
36
06/11/2015
ვებგვერდი, 12/11/2015
010260020.35.105.016234
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2015 წლის 6 ნოემბერი

ქ.ზუგდიდი

 

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის  №20 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.105.016166) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა)    მე-7  მუხლი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

,,მუხლი 7. სამსახურის იურიდიული განყოფილების ფუნქციები

სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) გამგებლის  სამსახურების, თანამდებობის პირების, მოქალაქეების  იურიდიულ კონსულტირებას; სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევის მიზნით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან პერიოდულად შეხვედრას;

 ბ) სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

გ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;

დ)  მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;

ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

ვ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“;

ბ)    მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. სამსახურის საქმისწარმოების განყოფილების ფუნქციები

სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) გამგეობაში ერთიან საქმისწარმოებას დოკუმენტბრუნვის  ელექტრონული სისტემების მეშვეობით, აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს წინადადებებს საქმისწარმოების პროცესში გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით;

ბ)  გამგეობაში შექმნილი და გამგეობისა და გამგეობის თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის დამუშავებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – საფინანსო ანალიტიკური სამსახურის ,,საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის“ (eDocument) მეშვეობით და ავტომატიზებული პროგრამის ,,მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის“ მეშვეობით, კორესპონდენციის განსახილველად კანონით დადაგენილი ვადების დაცვის კონტროლს; კორესპონდენციის გადაგზავნას, სარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას;

გ) აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ დოკუმენტებზე გამგეობის თანამდებობის პირების დავალებებს და გადასცემს შემსრულებლებს; აკონტროლებს კორესპონდენციის განსახილველად გამზადებას და მოძრაობას, საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადების დაცვას;

დ) უზრუნველყოფს გამგეობის მოსამსახურეთათვის საქმისწარმოების წესების გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;

ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას, მოქალაქეთა მიღების ორგანიზებას;

ვ) უზრუნველყოფს საქმისწაროებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;

ზ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია