დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/11/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.105.016231 |
|
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.105.016147) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების 134-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 1341 და 1342 მუხლები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1341. საკრებულოს საქმისწარმოება 1. საკრებულოში ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოება. 2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა საკრებულოში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის N64 დადგენილების შესაბამისად. 3. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის“ მეშვეობით. 4. საკრებულოს საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები, მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამით „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა“, აგრეთვე ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამით: „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა.“. 5. საკრებულოს ელექტრონულ საქმისწარმოებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. მუხლი 1342 ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვა 1. ამ რეგლამენტის 1341 მუხლით განსაზღვრული ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვის მიზნით, საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს: ა) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის“დანერგვა; ბ) ავტომატიზებული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის“ დანერგვა; გ) საკრებულოს აპარატის მოხელეთა სწავლება ელექტრონული საქმისწარმოების ავტომატიზებული პროგრამების ეფექტიანი გამოყენების მიზნით. 2. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვამდე საკრებულოს საქმისწარმოება დასაშვებია დადგენილი წესით ქაღალდზე შესრულებული ბეჭდური დოკუმენტების მეშვეობით, დოკუმენტბრუნვის არსებული სისტემის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები