დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ.თბილისში, ისნის რაიონში, სამრეწველო დასახლების I ქუჩისთვის და მასთან არსებული სამი ჩიხისთვის ბესიკ გეთიას სახელის მინიჭების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 28 ივლისის N288 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 414 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016101 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №414
2015 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ქ.თბილისში, ისნის რაიონში, სამრეწველო დასახლების I ქუჩისთვის და მასთან არსებული სამი ჩიხისთვის ბესიკ გეთიას სახელის მინიჭების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 28 ივლისის №288 განკარგულებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე
1. საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 59-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: „ქ.თბილისში, ისნის რაიონში, სამრეწველო დასახლების I ქუჩისთვის და მასთან არსებული სამი ჩიხისთვის ბესიკ გეთიას სახელის მინიჭების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 28 ივლისის №288 განკარგულებაში გასწორდეს ტექნიკური შეცდომა, შეიცვალოს დანართი (რუკა).
2. დადგენილება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6)
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ალიბეგაშვილი

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები