ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, სოფ. თხინვალაში უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, სოფ. თხინვალაში უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 413
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/10/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016100
  • Word
413
30/10/2015
ვებგვერდი, 09/11/2015
000000000.00.101.016100
ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, სოფ. თხინვალაში უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №413

2015 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, სოფ. თხინვალაში უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ვაკის რაიონში, სოფ. თხინვალაში მდებარე უსახელო ქუჩებს, თანდართული რუკის თანახმად, მიენიჭოს შემდეგი სახელები:

პირობითად I ქუჩას - კომპოზიტორ იოსებ კეჭაყმაძის

პირობითად II ქუჩას - საზოგადო მოღვაწე მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის

პირობითად III ქუჩას - თხინვალას

პირობითად IV ქუჩას - ისტორიკოს სიმონ ავალიანის

პირობითად V ქუჩას - ბიოქიმიკოს ალექსანდრე აბულაძის

პირობითად VI ქუჩას - ფოლკლორისტ ელენე ვირსალაძის

ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

საკრებულოს თავმჯდომარე გ. ალიბეგაშვილი

Description: C:\Users\e.samitashvili\Desktop\New folder\30001.jpg
Description: C:\Users\e.samitashvili\Desktop\New folder\30002.jpg

Description: C:\Users\e.samitashvili\Desktop\New folder\30003.jpg

Description: C:\Users\e.samitashvili\Desktop\New folder\30004.jpg