დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირის მიმდებარე ტერიტორიასთან არსებული უსახელო სკვერისთვის მწერალი რევაზ ინანიშვილის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 412 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016099 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №412
2015 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირის მიმდებარე ტერიტორიასთან არსებული უსახელო სკვერისთვის მწერალ რევაზ ინანიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირის მიმდებარე ტერიტორიასთან არსებულ უსახელო სკვერს მიენიჭოს მწერალ რევაზ ინანიშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გახორციელება.
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ალიბეგაშვილი

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები