დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №8 დადგენილებაში „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/11/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210070000.35.140.016188 |
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №8 დადგენილებაში „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №8 დადგენილებით დამტკიცებულ №1 დანართში „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ (სსმ, ვებგვერდი, 17/02/2015წ., 210070000.35.140.016156), კერძოდ: |
1.
დანართის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის გ) ქვეპუნქტი:
„გ) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ მე-15 მუხლით განსაზღვრული ხაზობრივი ნაგებობის სახეობების და კატეგორიებისათვის ერთ გრძივ მეტრზე - 0.50 ლარის ოდენობით.“. |
2.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №8 დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის „ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს: ა) სახელმწიფოსა და ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, აგრეთვე დონორი და საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები; ბ) სახელმწიფოს ან ასპინძის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურუდიული პირების მიერ განხორციელებული წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები; გ) ეკლესია-მონასტრების მშენებლობა და მათ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული ნებისმიერი სამშენებლო სამუშაოები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები