დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ენათმეცნიერი ლეო კვაჭაძის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 401 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016088 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №401
2015 წლის 30 ოქტომბერი
ქ.თბილისი
ქ.თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ენათმეცნიერ ლეო კვაჭაძის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივის საფუძველზე, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) საბურთალოს რაიონში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს ენათმეცნიერის, ქართული ენისა და მისი სწავლების მეთოდიკის მკვლევარის ლეო კვაჭაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ალიბეგაშვილი

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები