საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლიოლებების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლიოლებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 302
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 01/07/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 16/02/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.001.536
  • Word
302
01/07/2004
სსმ, 20, 16/02/2004
200.000.000.05.001.001.536
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლიოლებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი, გვ. 9) 273-ე მუხლის 63-ე ნაწილის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა. ამ ნაწილით დაწესებული დაბეგვრის რეჟიმით სარგებლობის უფლება აქვთ პირებს, რომლებსაც საკუთრებაში ან კანონიერ სარგებლობაში აქვთ პურ-ფუნთუშეულის საცხობი საწარმოო სიმძლავრეები, ომელთა საშუალებითაც ახორციელებენ პურ-ფუნთუშეულის წარმოებასა და მიწოდებას. ეს პირები მათი საქმიანობის ამ ნაწილში დამატებული ღირებულების, სოციალური დაზღვევის, მოგებისა (ფიზიკური პირების შემთხვევაში – საშემოსავლო) და საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადების ნაცვლად იბეგრებიან პურ-ფუნთუშეულის წარმოებისათვის ფიქსირებული გადასახადით;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე. ის პირები, რომლებსაც საკუთრებაში ან კანონიერ სარგებლობაში აქვთ საცხობები, რომელთა მოქმედი ღუმელების საცხობი ჯამური ფართობი არ აღემატება 20 კვ.მ-ს, ან თონეები, რომელთა რაოდენობა არ აღემატება სამს, დამატებით თავისუფლდებიან ამ საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან საცხობებსა და თონეებში დასაქმებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების მიხედვით სოციალური დაზღვევის გადასახადისაგან, ხოლო ამ თანხების მიმღები ფიზიკური პირები – ამ ნაწილში საშემოსავლო და სოციალური დაზღვევის გადასახადებისაგან;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                      მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 1 ივლისი.

№302-რს